ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარულმა კალათბურთელმა, შაკილ ო’ნილმა ლას ვეგასში ახალი სახლი იყიდა.
სათაურში ბინა იმიტომ ვუწოდეთ, რომ ამ ულამაზეს სახლში შაკმა სულ რაღაც 765,000 დოლარი გადაიხადა. დამეთანხმებით, რომ ლიგის ისტორიაში ყველაზე დომინანტი ცენტრისთვის ეს თანხა არაფერია.
უძრავი ქონების შეძენის მიზეზი კი მარტივია. შაკს უყვარს თამაში და პერიოდულად სტუმრობს ვეგასს. თან ალბათ ისეთი სიხშირით, რომ სასტუმროებში ფულის ყრას საკუთარი ბინა ამჯობინა.
სახლი პენტლენდ დაუნსის ქუჩაზე, 11143 ნომერში მდებარეობს, რომელსაც 5 საძინებელი, 3.5 აბაზანა (სამი სრული, ერთი ნახევრად აბაზანა), საცურაო აუზი, სპა და ბარი აქვს.
საცხოვრებელი ფართი მხოლოდ 505 კვადრატული მეტრია, ეზოს ჩათვლით - 890². გიგანტი შაკისთვის არც თუ ისე დიდია, მაგრამ უარს არავინ ვიტყოდით…
ფოტოალბომი:
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ