გახსოვთ ალბათ ჩვენ საიტზე 2 წლის წინანდელი სიახლე, როდესაც მონაზვნებმა მერი მარგარეტმა და ლანამ სკოლის ფონდიდან ფული მოიპარეს და სათამაშოდ გაეშურნენ.
მონაზვნები მოღვაწეობდნენ კალიფორნიაში მდებარე კათოლიკურ სკოლაში. ამ ხნის მანძილზე, ისინი ხშირად, ჩუმად იღებდნენ ფულს სკოლის ფონდიდან და მიდიოდნენ ლას ვეგასის კაზინოებში სათამაშოდ.
ლოს ანჯელესის პოლიციის უფროსმა, ადრიან ალარკონმა, აუდიტის დასკვნის შედეგად განაცხადა, რომ ათწლეულების მანძილზე მერის და ლანას მოპარული ჰქონდათ 835,000 დოლარზე მეტი.
მონაზვნებმა ბრალი აღიარეს, ბოდიში მოიხადეს და პირობა დადეს, რომ ითანამშრომლებდნენ გამოძიებასთან და აუცილებლად დააბრუნებდნენ გატანილ თანხას. მათ ასევე, შენდობაც ითხოვეს.
80 წლის მონაზონს, მერი მარგარეტს სასამართლომ 1 წლიანი ციხე მიუსაჯა, თუმცა სკოლის უმეტესი მოსწავლის მშობლები სასამართლოს და პროკურორს არწმუნებდნენ, რომ მოხუცმა მონაზვნებმა გაითავისეს დანაშაული და ძალიან ნანობენ ჩადენილს. მათ სურთ, რომ გათავისუფლებულები იქნან მოხუცი ქალბატონები.
მეორე მხარეს კი არიან მშობლები, რომლებიც მაქსიმალურ სასჯელს, 20 წელს ითხოვენ. ფილი და დები რილებინგერები ამბობენ, რომ ამ სკოლაში მათი 5 შვილი სწავლობს და მოხუცმა მონაზვნებმა ბავშვების სწავლისთვის განკუთვნილი 45,000 დოლარი მოიპარეს და მიითვისეს.
სასამართლო დამთავრებულია, მერი მარგარეტი 1 წლით ჩაჯდება ციხეში.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ