სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

კუშმენის პირველი გმირობა

კუშმენის პირველი გმირობა

ფეხბურთვინის ხუთას კაციანი დარბაზი საღამოს 6 საათზე უკვე გადავსებული იყო და ქალაქის საუკეთესო მოთამაშეები ლიგის მატჩებს განიხილავდნენ. 

 

ერთბაშად გაკიდებულ უთვალავ სიგარეტს ისეთი კვამლი დაეყენებინა, რომ თავი 90-იანი წლების სპორტის სასახლეში გეგონებოდა. ორმოცდაათ დიდ ტელევიზორს კი რუსული სპორტული არხები ქართულით ჩაენაცვლებინა. 

 

გადასცდა საღამოს რვა საათს, ლიგა ახლოვდება, ტვინები უფრო იძაბება, აქა-იქ გაიგონებ შეძახილებს - “ბარსამ სადღაც ხო უნდა მოიგოს?”, “მანდ ჯარიმები ძმა, ეგ მსაჯი არ იღებს ბარათებს”, “ბაიერნის მოგებაზე გვჩუქნიან კუშებს, ცოტა გაიხარეთო”.

 

ამ დროს ქალაქის ყველაზე გამოცდილმა მოთამაშემ, გარჩიჩნიკოვიჩმა გაზეთი მაგიდაზე დადო, სათვალე ცხვირის კეხზე ჩამოიტანა და მშვიდი ხმის ტემბრით წყნარად მოუწოდა თანამებრძოლებს: მანჩესტერი დღეს მოუგებს ატალანტას. გარშემომყოფებს ის-ის იყო ხარხარი უნდა აეტეხათ, თუმცა გაახსენდათ მისი გამოცდილება და ტუჩზე შეიხმეს ღიმილი.

 

გარჩიჩნიკოვიჩის ცოდნამ მოთამაშეემი გადაიბირა და ყველამ შეტენა ბილეთში იუნაიტედის ერთიანი…

 

პირველი ტაიმის შემდეგ ბერგამოდან ჩამოსული ჯან პიერო გასპერინის შეგირდები უშანსოდ უგებდნენ 0-2-ს გადაფასებულ ოლდ ტრაფორდის ბინადრებს და გარჩიჩნიკოვიჩის სიტყვის ფასიც ეროვნული ფულივით ეცემოდა. ბუნდოვნად გაიგონებდი მოთამაშეების ჩალაპარაკებას - მგონი დაბერდა და დაყ*ევდაო. 

 

ის-ის იყო მეორე ტაიმი უნდა დაწყებულიყო, როდესაც დარბაზში კუშმენი მოსასხამის ფრიალით შემოვარდა, სითბოსაგან უცაბედად დაორთქლილი შუშის მუზარადი მოიხსნა და პუბლიკას სული იმედით აევსო. ყველა გაფაციცებით მისჩერებოდა სუპერგმირს და ელოდებოდა მის რჩევას. 

 

კუშმენმა მიმოიხედა, იგრძნო რა სასოწარკვეთა, შევარდა ხალხის შუაგულში და თავდაჯერებით შესძახა: მანჩესტერის ერთიანი ლაივზე ძმებო, ნაჩუქარი 7 კუშია! კვლავ სიჩუმემ დაისადგურა, თუმცა ვერავინ შეჰბედა შეპასუხება და ყველამ ჩაწერა ახალ ბილეთში მანჩესტერის მოგება.

 

გარჩიჩნიკოვიჩი მომღიმარი, სითბონარევი სახით უცქერდა მისკენ მიმავალ სუპერგმირს. კუშმენი გვერდით სკამზე მიუჯდა მოხუცს და უთხრა: მამ, დედამ ორი პური და კვერცხი წამოიღეთ თორემ დილას მშივრები დარჩებითო.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ