სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

4.63 კოეფიციენტი ოთხშაბათის მატჩებზე

4.63 კოეფიციენტი ოთხშაბათის მატჩებზე

გუშინ კარგი ბილეთი გვქონდა, პირველი ორი პოზიცია წყნარად გამოვიცანით, თუმცა მანჩესტერი მაინც ალბათ სენსაციურად ჩარჩა ჯგუფში, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ორ თამაშში ერთი ქულა ყოფნიდა და ორივე წააგო, ხოლო ბარსამ ერთი გოლი ვერ გაიტანა, ასე ვთქვათ, “ამხანაგურ” მატჩში.

 

დღესაც შევეცდებით პოზიციების გამოცნობას და მოდით დავიწყოთ რეალი-გლადბახით. 

 

B ჯგუფი ძალიან დაძაბულია, ოთხივე გუნდი ინარჩუნებს ფლეიოფში გასვლის შანსს. ერთი შეხედვით რეალის მოგება მარტივად ჩანს, თუმცა კოეფიციენტი ძალიან მაღალი აქვს და სავარაუდოდ მთელი მსოფლიო დადებს ერთიანს. 

 

მადრიდულმა გრანდმა უნდა მოიგოს ეს თამაში, რათა სხვა გუნდზე არ იყოს დამოკიდებული და წყნარად გავიდეს ჯგუფიდან. 

 

თუმცა არის სხვა ვარიანტებიც. თუ რეალი-გლადბახი ფრე მორჩა და ინტერმა სახლში მოუგო დონეცკის შახტარს, ამ შემთხვევაში ჯგუფიდან გადის გლადბახი და რეალი. 

 

ინტერმა რომ სახლში მოუგოს შახტარს დედამიწაზე არავის გაუკვირდება, თან მიტუმეტეს რომ მილანელებსაც შეუძლიათ ფლეიოფში თამაში და აუცილებლად მოსაგებად გავლენ მინდორზე. 

 

ამისათვის ან რეალმა უნდა მოიგოს ან გლადბახმა. მოკლედ, თუ ფრე არ დამთავრდა რეალი-გლადბახი და ინტერმა სახლში მოუგო დონეწკს, ამ შემთხვევაში მილანური გუნდი გადის ჯგუფიდან. აი ასეთი ჩახლართული მდგომარეობა გვაქვს.

 

თუ ამ ჯგუფში ორივე მატჩი დასრულდა ფრე, ამ შემთხვევაში ჯგუფიდან გადის გლადბახი და შახტარი. 

 

ჩვენი აზრით, ინტერი აუცილებლად მოუგებს შახტარს და ამ შემთხვევაში რეალს ქულაც ყოფნის. ზუსტად ამიტომ გვეშინია მადრიდის მაღალი კოეფიციენტის და გვირჩევნია მეტი გოლის დადება. 

 

რეალი - გლადბახი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.55)


 

შემდეგი პოზიცია მეორე მადრიდული გუნდის თამაშიდან გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ზალცბურგი-ატლეტიკოში 5 ყვითელი ამოვა.

 

ატლეტიკოს ფრეც ყოფნის ჯგუფიდან გასასვლელად და შეეცდება თამაშის ჩაკეტვას, რაც სიმეონეს საუკეთესოდ გამოსდის. თავის მხრივ, ზალცბურგი ძალიან სახიფათო გუნდია და ავსტრიელები არ მისცემენ მოდუნების საშუალებას ესპანელებს. 

 

მოკლედ, დაძაბული მატჩი გველის და ვფიქრობთ, რომ 5 ბარათი ამოვა.

 

მსაჯი ინგლისელი ენტონი ტეილორია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე, ამ სეზონში, საშუალოდ ზუსტად 5 ყვითელს იღებს. ისე, ზოგადად ტეილორი ლიგის მატჩებში 18-ჯერ იყო მთავარი არბიტრი და 4.61 ყვითელი ამოიღო. 

 

ზალცბურგი - ატლეტიკო

 

ბარათების რაოდენობა 4.5 - მეტი (1.40)


 

ბოლო ორი პოზიცია აიაქსი-ატალანტადან გვაქვს და ბანალურად მეტ გოლს და მეტ კუთხურს ვფიქრობთ.

 

მიზეზი მარტივია. არცერთმა გუნდმა იცის დაცვაში თამაში, რაც არ უნდა დაძაბული და გადამწყვეტი მატჩი იყოს.

 

ორივე კლუბი შეტევაზეა ორიენტირებული. აიაქსზე საერთოდ აღარ გვაქვს ლაპარაკი. ნიდერლანდური გრანდის ისტორია შემტევ ფეხბურთზეა აწყობილი. მითუმეტეს აიაქსს გასატანი აქვს და მხოლოდ მოგება სჭირდება ჯგუფიდან გასასვლელად. 

 

ჩვენი აზრით, ნიდერლანდელები შეუტევენ და გაუტანენ კიდეც.

 

აი, ბერგამოს ატალანტა და ზოგადად იტალიური კლუბები ბოლო პერიოდში ძალიან სანახაობრივ და გასხნილ ფეხბურთს თამაშობენ და კუთხურებსაც ბევრს აწვდიან, ამიტომ ლოგიკური იქნება ჩვენი პოზიციები.

 

მითუმეტეს თუ გოლი გაუშვა იტალიურმა კლუბმა, უკან დასახევი გზა აღარ ექნება და აუცილებლად უნდა შეუტიოს.

 

ამ მატჩში გოლებს კუთხურებს იმიტომ ვაბამთ, რომ თუ ერთი ბურთი გავიდა, იმ წუთიდანვე გაიხსნება თამაში და კუთხურებიც ბევრი წამოვა. 

 

აიაქსი - ატალანტა

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.45)

 

კუთხურების რაოდენობა 8.5 - მეტი (1.47)


 

დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია გამწვანდება ჩვენი ბილეთი. გისურვებთ წარმატებებს! 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ