სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

არალეგალმა მოგებული ჯეკპოტის გასანაღდებლად უფროსს სთხოვა, მის ნაცვლად წასულიყო კომპანიაში, რომელმაც მოგებული თანხა მიითვისა

არალეგალმა მოგებული ჯეკპოტის გასანაღდებლად უფროსს სთხოვა, მის ნაცვლად წასულიყო კომპანიაში, რომელმაც მოგებული თანხა მიითვისა

27 წლის გვატემალელმა, ხოსე ანტონიო ქუა ტოკმა, რომელიც ამერიკაში არალეგალურად ცხოვრობდა, ჯორჯიის ლატარიაში 750,000 დოლარიანი ჯეკპოტი მოხსნა.

 

ხოსე ანტონიოს ლატარიის კომპანიაში მისვლა და თანხის განაღდება შეეშინდა, რადგან იცოდა, რომ პასპორტს მოსთხოვდნენ და არალეგალს დეპორტით მშობლიურ გვატემალაში დააბრუნებდნენ.

 

ამიტომ, ხოსემ სამსახურში თავის უფროსს სთხოვა, რომ მის მაგივრად მისულიყო და წამოეღო ჯეკპოტი. შემდგომ, რა თქმა უნდა, კარგი საჩუქრის სანაცვლოდ. 

 

ანტონიოს ბოსი, ერიკ სერვანტესი დათანხმდა თანამშრომელს, მივიდა ლატარიის კომპანიაში, გაანაღდა ჩეკი და მთლიანად მიითვისა. 

 

წყობიდან გამოსულმა ხოსე ანტონიომ უფროსს სასამართლოში უჩივლა და ბევრწლიანი დავის შემდეგ, როგორც იქნა მოიგო პროცესი.

 

გვატემალელ არალეგალს გადასახადების შემდეგ 517,500 დოლარი შეხვდა. პლიუს, სასამართლომ დაზარალებულს 25,000 დოლარი დაუმატა, რასაც ერიკ სერვანტესი გადაიხდის. 

 

ფოტოზე დროებით გახარებულ ერიკ სერვანტესს ხედავთ

 

რა გვარს არცხვენ, ერიკ! 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ