ძალიან გვიყვარს მსგავსი ბილეთები, ნუ ვის არ უყვარს. 5-6 პოზიციის გამოცნობის შემდეგაც კი ერთი სული გვაქვს როდის გავუზიარებთ მეგობარს.
ანდაც კიდე მაშინ, როდესაც ე.წ ქელეხის სიას გავამწვანებთ, ვსქრინავთ ბილეთს და ვუგდებთ ყველას, ვისაც კი შეიძლება.
ამაში ცუდი არაფერია. სპორტის ბილეთის გამოცნობას დიდი ცოდნა და ლოგიკა სჭირდება, მითუმეტეს ძალიან გვაბედნიერებს მწვანე პოზიციები და საკუთარ თავში რეალურ ძალას ვგრძნობთ.
დღეს მოგიყვებით ერთ ბილეთზე, რომელსაც ცოდნა არ სჭირდება, ეს უბრალოდ გამართლებაა.
54 წლის სტივ სეილსმა, 2016 წელს, სამი მატჩის ზუსტი ანგარიში გამოიცნო - სამივე თამაში 7-0 დამთავრდა.
ბრიტანელ მამაკაცს 1.40 ფუნტი ედო 41,421 კუშზე და 57,990 ფუნტი მოიგო. სტივს მხოლოდ სამი თამაში ეწერა, სამივე შოტლანდიის თასიდან:
54 წლის სტივმა, რომელიც ლონდონთან ახლოს, სატონში ცხოვრობს, ინტერვიუში თქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს შოტლანდიურ ფეხბურთზე და უბრალოდ გაუმართლა.
“პირველ რიგში დედაჩემს წავიყვან კრუიზში” - ამბობს გამარჯვებული.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ