სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

დაკარგული საქორწინო ბეჭდის ძიებისას მეგობრებმა მეტალ დეტექტორით £100,000-ის მონეტები იპოვეს

დაკარგული საქორწინო ბეჭდის ძიებისას მეგობრებმა მეტალ დეტექტორით £100,000-ის მონეტები იპოვეს

მეგობრებმა, პოლ რაინარდმა და მაიკლ გვინმა მეტალის დეტექტორით 500 წლის წინანდელი ოქროს 84 მონეტა იპოვეს. 

 

ნაპოვნი განძი გამოშვებულია მეთექვსმეტე საუკუნეში მეფე ჰენრი მერვეს მმართველობის დროს.  

 

დასავლეთ იორკშირში, კიჰლიში მცხოვრებმა ორი შვილის მამამ, პოლ რაინარდმა სიხარულისგან ცრემლები ვერ შეიკავა და თავის მეგობარს მაიკლს შესძახა, რომ მათ დეტექტორით ბეჭდის ძებნისას ჯეკპოტი მოიგეს. 

 

 

პოლი და მაიკლი ფერმერ მეგობართან დასასვენებლად იყვნენ ჩასულები. ფერმერმა სთხოვა, მოეძებნათ დაკარგული საქორწინო ბეჭედი, რომელიც სავარაუდოდ მისი სახლის ახლო-მახლო მიწაში იყო ჩაფლული. 

 

დეტექტორისტებმა დაიწყებს ძებნა და მიაგნეს განძს, რომელიც ულსტერის მუზეუმის ექსპერტებმა 100,000 ფუნტად შეაფასეს. 

 

სამწუხაროდ, პოლმა და მაიკლმა მეგობრის საქორწინო ბეჭედი ვერ იპოვეს. 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ