სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

4.44 კოეფიციენტი ჩემპიონთა ლიგაზე

4.44 კოეფიციენტი ჩემპიონთა ლიგაზე

გუშინ კარგი ბილეთი გვქონდა, მაგრამ დასანანად არ გამწვანდა. ლევერკუზენი-რეინჯერსში 5 ყვითელი რატომ ამოვიდა ვერავინ მივხვდით.

 

დღეს კი ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება ორი ძალიან საინტერესო მატჩით! 

 

პირდაპირ საქმეზე. იუვენტუსი ლიონს უმასპინძლებს და იტალიელების შემდეგ ეტაპზე გასვლას მოულოდნელად დიდი კოეფიციენტი აქვს, ამიტომ ჩვენი აზრით ასაღებია.

 

ტურინელები, სულ რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ გახდნენ იტალიის ჩემპიონები. მართალია ბოლო ტურებში წააგეს, მაგრამ ის მატჩები არაფერს აღარ ცვლიდა.

 

საფრანგეთის ჩემპიონატი კი კორონავირუსის დროს დამთავრდა და ფრანგულ გუნდებს რამდენიმე თვეა არ უთამაშიათ უმაღლეს დონეზე. 

 

მართალია ლიონმა სახლში 1-0 მოიგო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს იმიტომ, რომ ტურინელებს ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ნანატრი თასის აწევა აინტერესებთ და არამგონია, რომ ლიონის ბარიერი ვერ გადალახონ.

 

იუვე-ლიონში ასევე 5 ბარათს ვფიქრობთ, რადგან მაინც დაძაბულ შეხვედრას ველოდებით. მსაჯიც ხელს გვიწყობს. 

 

ამ მატჩს გერმანელი არბიტრი ფელიქს ცვაიერი განსჯის, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე საშუალოდ ზუსტად 5 ბარათს იღებს. 

 

ისიც მოგეხსენებათ, რომ ზოგადად ბუნდესლიგაში არ მოდის ხოლმე ყვითლები და ცვაიერი აქაც გამოირჩევა საშუალოდ 3.93 ბარათით. 

 

იუვენტუსი - ლიონი

 

გასვლა შემდეგ ეტაპზე - 1 (1.95)

 

ბარათების რაოდენობა 4.5 - მეტი (1.55)


 

ბოლო პოზიცია სიტი-რეალიდან გვაქვს, სადაც ვფიქრობთ რომ მადრიდელები 4-ჯერ მაინც დაარტყამენ ედერსონის კარში. 

 

სავარაუდოდ სიტი გავა შემდგომ ეტაპზე, რადგან რეალი არ გავს იმ გუნდს, რომელიც ბოლო წლებში გვახსოვს. 

 

მართალია ზიდანმა მძიმე ბრძოლაში მოუგო ბარსელონას ესპანეთის ჩემპიონობა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არც კატალონიელები წყვეტენ ციდან ვარსკვლავებს. ასეთი რეალი-ბარსა დიდი ხანია არავის გვახსოვს. 

 

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად მაინც იქნება ბრძოლა და დაძაბული შეხვედრა. ვერ წარმოვიდგენთ თუ მადრიდელები დღეს მოედანზე გავლენ და არაფერს გააკეთებენ. ბერნაბეუზე დაფიქსირებული 1-2 არ არის ის ანგარიში, რაც გუარდიოლას მოდუნების საშუალებას მისცემს სამეფო კლუბთან.

 

სიტი - რეალი

 

მეორე გუნდის კარში დარტყმები 3.5 - მეტი (1.47)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. გვითხარით კომენტარებში თქვენი აზრი. 

 

გისურვებთ წარმატებებს! 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ