გუშინ ტოტენჰემმა სახლში მანჩესტერ იუნაიტედთან 1-3 წააგო და გაირთულა ოთხეულის შანსები.
მატჩის პირველ ტაიმში პოგბას პასით კავანიმ გაიტანა გოლი, მაგრამ ვიდეო რეფერიმ გოლი გააუქმა.გოლის ეპიზოდში სკოტ მაკტომინაიმ სონზე თამაშის წესები დაარღვია.
მანჩესტერის გულშემატკივრები დიდად არ გაბრაზდებიან, რადგან მათმა გუნდმა მაინც მოახერხა თამაშის შემოტრიალება და მოგება, მაგრამ გავრცელდა ბილეთი, სადაც მოთამაშეს სამი თამაშის ზუსტი ანგარიშები ეწერა და ტოტენჰემი-მანჩესტერში ერთი ბურთი დააკლდა.
ნიუკასლი მარტივად დაჯდა. აი, ლესტერი გასვლაზე 3-0-ს აგებდა, მაგრამ ორი გოლის გატანა მაინც შეძლო, ერთი დამატებში შეაგდო.
მანჩესტერში ვიდეო რეფერიზე ძალიან გაბრაზდებოდა ალბათ. 5 ფუნტში 90,610 ფუნტს იგებდა. მოთამაშემ სწორად გამოიცნო ნიუკასლის 13 კუში და ვესტ ჰემის 34 კოეფიციენტი.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ