სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

რატომ უნდა დავდოთ NBA-ში ფავორიტ მოთამაშეზე

რატომ უნდა დავდოთ NBA-ში ფავორიტ მოთამაშეზე

2001 წელს 11 წლის ვიყავი, როცა დედაჩემმა კვირის სპორტული ჟურნალით გამახარა, სადაც აივერსონის პოსტერი აღმოვაჩინე. ყოველ გვერდს საგულდაგულოდ ვათვალიერებდი, არ მინდოდა რამე გამომპარვოდა და ვინმეს ჩემზე მეტი ცოდნოდა სპორტში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



ერთ-ერთ მთავარ ყდაზე Phildapelphia 76’ers-ის "პოინტ გარდი", თუ "შუთინგ გარდი", მოკლედ, გამთამაშებელი, 1.5 პოზიციის ამომავალი ვარსკვლავი ალენ აივერსონი ეხატა. 

 

სამწუხაროდ, ვერ ვიპოვი იმ სტატიას, რა სიტყვებმაც თავდავიწყებით შემაყვარა ვირჯინიელი კალათბურთელი, მაგრამ ერთს გეტყვით, AI იყო მოთამაშე, რომელმაც უშუქობის წლები გადამატანინა.

 

2001 წელს, NBA-ში “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” იყო პოპულარული. ჩემს უბანში ყველა კალიფორნიულ გუნდს, კობის და შაკს გულშემატკივრობდა. მთელ ქალაქს ყვითელი და იასამნისფერი ეცვა. 

 

 

11 წლის ასაკში თავდავიწყებით მიყვარდა ჰიპ-ჰოპი, რეპი. როცა პირველად შევხედე  აივერსონს და ვნახე დაწნული თმა, სლივი მარჯვენა ხელზე, განსაკუთრებული სტილი, დავრწმუნდი, რომ სხვას ვერ ვუგულშემატკივრებდი.

 

სიქსერსის გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ, ფილადელფიამ 4-1 დათმო სერიები. იქნებ წელს დავეტაკოთ კიდე.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ