გუშინ ოდნავადაც რომ გაგვმართლებოდა აუცილებლად დაჯდებოდა ბილეთი, თუმცა ნაპოლიმ ორივე გოლი თამაშგარედან გაიტანა და შვეიცარიაშიც 1 კუთხური დაგვაკლდა.
დღეს ესპანეთში ატლეტიკო მალიორკას უმასპინძლებს და ამ შეხვედრაში ჯარიმებს ვფიქრობთ, რადგან ორივე გუნდს უყვარს უხეში თამაში და ტოტალიც არც თუ ისე მაღალია.
როგორც ვიცით, მალიორკა გასავარდნ ზონაში მე-18-ე ადგილს იკავებს, თუმცა წინა ტურში შთამბეჭდავად მოუგო ვიგოს სელტას 5-1 და სავარაუდოდ მუხტიც შენარჩუნებული ექნება და მადრიდშიც იბრძოლებს ქულის ასაღებად.
მართალია ატლეტიკო მესამე ადგილზეა, მაგრამ მაინც ბოლომდე მოუწევს ბრძოლა ლიგის საგზურისთვის, რადგან სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა და მოდუნების საშუალება არცერთ კლუბს არ აქვს.
მსაჯი ხავიერ როხასია, რომელიც ლა ლიგაში საშუალოდ 25.82-ჯერ აჯარიმებს ფეხბურთელებს.
რაც შეეხება უშუალოდ ატლეტიკოსა და მალიორკას მატჩებს, რომლებიც როხასმა იმსაჯა, ესპანელმა არბიტრმა მადრიდელები ერთ მატჩში 18-ჯერ დააჯარიმა, ხოლო მალიორკას ფეხბურთელები ორ მატჩში საშუალოდ 19.50-ჯერ.
ატლეტიკო - მალიორკა
ჯარიმების რაოდენობა 25.5 - მეტი (1.55)
შემდეგი პოზიცია ესპანეთის სეგუნდა დივიზიონიდან გვაქვს, სადაც ჟირონა სარაგოსას უმასპინძლებს.
ამ მატჩში ყვითლებს ვფიქრობთ, ოღონდ ზედმედატ ბევრს. სარისკოა, მაგრამ კარგი კოეფიციენტი აქვს, თან არც ლოგიკას მოკლებული აზრია, რადგან სარაგოსა მესამე ადგილზეა და მოგების შემთხვევაში პირველზე გადადის, რაც გარანტირებულად ნიშნავს ლა ლიგაში აღზევებას.
თავის მხრივ, ჟირონა გამარჯვების შემთხვევაში 55 ქულას მოაგროვებს და მეხუთე ადგილზე გადავა, რაც უმაღლეს ლიგაში ასასვლელ შანსს აძლევს მასპინძლებს.
მსაჯი ლუის ალვენდისია, რომელიც ლა ლიგა 2-ის მატჩებში საშუალოდ 5.88 ყვითელს იღებს.
ჟირონა - რეალ სარაგოსა
ბარათების რაოდენობა 6.5 - მეტი (1.70)
ბოლო ორი პოზიცია ავსტრიის მეორე ლიგიდან გვაქვს. კაპფენბერგი ინსბრუკს უმასპინძლებს, ხოლო ლინცი - ჰორნს.
ლინცი და ჰორნი ორივე ახლოა გასავარდნ ზონასთან და ორივე კლუბი ძალიან მეტისტია, ამიტომ მეტ გოლს ვფიქრობთ.
ლინცის ბურთების შეფარდება - 42:50-ზე, საშუალოდ მატჩში 3.7 გოლი
ჰორნის ბურთების შეფარდება - 49:52-ზე, საშუალოდ მატჩში 4 გოლი.
მეტი/ნაკლები: ლინცი - 17/8; ჰორნი - 19/6.
ლინცი - ჰორნი
გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.38)
კაპფენბერგი ბოლო ადგილზეა, მაგრამ დასარჩენად თეორიულ შანსს მაინც ინარჩუნებს, თან მეტისტი გუნდია.
აი, ინსბრუკისთვის სეზონი ალბათ მორჩენილია, რადგან არც გავარდნა ემუქრება და ალბათ ვერც უმაღლეს ლიგაში აღზევდება.
ამ მატჩში კუთხურებს ვფიქრობთ, რადგან სტატისტიკურად ურთიერთშეხვედრებში ბევრი მოდის:
#1 მატჩი - 17 კუთხური
#2 მატჩი - 10 კუთხური
#3 მატჩი - 10 კუთხური
#4 მატჩი - 12 კუთხური
#5 მატჩი - 15 კუთხური
კაპფენბერგი - ინსბრუკი
კუთხურების რაოდენობა 9.5 - მეტი (1.55)
დღეისთვის სულ ესაა, იმედია იღბალი ჩვენს მხარეს იქნება და გამწვანდება ბილეთი.
გისურვებთ წარმატებებს!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ