მიჩიგანელი ჟაკლინ დევისი დეტროიტის “ემჯიემ” აზარტულ ცენტრში 50 დოლარით 11 მილიონამდე ავიდა, თუმცა დიდი სკანდალი მოხდა.
ქალბატონი დევისი 5 დღე-ღამე გადაბმულად თამაშობდა და საბოლოოდ 3 მილიონზე ჩამოვიდა. შემდეგ გადაწყვიტა რომ დრო იყო თავი დაენებებინა, რადგან დარჩენილი თანხაც ძალიან ბევრი ჰქონდა.
“ემჯიემში” მისულს ნაღდი ფული გადასცეს, მაგრამ მხოლოდ 100,000 დოლარი. დანარჩენ თანხაზე უთხრეს რომ მოგვიანებით მიიღებდა.
ჟაკლინ დევისი ადვოკატთან ამბობს, რომ ემოციებისგან გადაღლილი სასტუმროში წავიდა, სადაც ელოდებოდა კომპანიის ზარს მილიონების წაღების თაობაზე. როგორც იქნა დაურეკეს მიჩიგანელ ქალბატონს და უთხრეს, რომ პროგრამას ჰქონდა გაჭედილი და ამიტომაც ავიდა 50 დოლარით ჯერ 11 მილიონამდე. თან გააფრთხილეს კიდეც რომ თუ ეს ამბავი მედიაში გავრცელდებოდა იმ 100,000 დოლარსაც წაართმევდნენ.
დეტროიტელმა ჟაკლინ დევისმა აბსოლუტურად ყველას მოუყვა ეს ამბავი, ვისაც კი მისი მოსმენა სურდა. ადვოკატებს, ნათესავებს, მეგობრებს, სხვადასხვა ცნობილ ტელევიზიებს, საერთოდ ყველას გააგებინა ამბავი, მთელ ქვეყანას.
“მეუბნებიან თუ არ გავჩუნდები ამასაც წამართმევენ?! კარგი, როგორ არა, მათ დავუჯერებ, მეტი საქმე არ მაქვს, მე ჩემი ფული მინდა!” - ამბობს გამარჯვებული.
ჯერჯერობით უცნობია “ემჯიემის” პასუხი, თუმცა აუცილებლად გაგაგებინებთ!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ