ამ სტატიაში ნახავთ ჩვენი გუნდის რჩევებს, თუ როგორ უნდა მოვეკიდოთ თამაშს პასუხიმსგებლობით.
#1. დაიმახსოვრეთ, ამაში ფულს იხდით
თამაში, ძირითადად, გართობასთან არის ასოცირებული და სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ
#2. შექმენით თანხის ლიმიტი
არ აქვს მნიშვნელობა იგებთ თუ აგებთ. აუცილებლად უნდა გქონდეთ ლიმიტი, ზღვარი, რასაც არ უნდა გადააჭარბოთ.
#3. ასევე, შექმენით დროის ლიმიტი
აუცილებლად უნდა აკონტროლოთ დრო. არ დაუთმოთ მთელი თავისუფალი დრო თამაშს.
#4. არ გამოეკიდოთ წაგებას
თუ წაგებაში ხართ გასული, თანხის ამოღების მიზნით არ ითამაშოთ კიდევ სხვა ფულით.
#5. არ გახდეთ ცრუმორწმუნე
არ არსებობს იღბლიანი მაგიდა, სათამაშო აპარატი, ტანსაცმელი და საერთოდ არაფერი.
#6. არ დაუჯეროთ გემბლერებს
არ დაუჯეროთ გემბლერებს, რომლებიც გეტყვიან, რომ 5 წითლის შემდეგ აუცილებლად შავი უნდა ამოვიდეს. არავინ იცის როდის რა დაჯდება
#7. კარგად ისწავლეთ თამაშის წესები
პოკერში, ბლექჯეკში აუცილებლად გამოგადგებათ ცოდნა სხვა თამაშებისგან განსხვავებით.
#8. არ ითამაშოთ ფულით, რაც არ გაქვთ
თამაში გასართობათ არის მოგონილი და არა ოჯახის სარჩენად. არ ისესხოთ ფული ნათესავებისგან და მეგობრებისგან იმის იმედით, რომ “გაადავებთ” და ნასესხებს უკან დააბრუნებთ.
#9. არ ითამაშოთ არაფხიზელ მდგომარეობაში
თამაშში მოგებას დიდი გამოცდილება და ცოდნა სჭირდება. ნასვამი ადამიანი ვერ გაუქაჩავს ფხიზელ გონებას.
#10. ითამაშეთ, როცა ცხოვრებაში კარგი პერიოდი გიდგათ
გემბლინგით უნდა გაერთოთ, გახალისდეთ მეგობრებთან ერთად. უნდა ითამაშოთ მაშინ, როცა ცხოვრებაში კარგად გრძნობთ თავს და არა მაშინ, თუ დეპრესია გაქვთ.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ