ეშლი უილიამსმა, ბირჟის მაკლერმა ნიუ იორკიდან, ალბათ ყველაზე უიღბლოდ ითამაშა თავის ცხოვრებაში. როდესაც ერთ დღეს მატარებლით მგზავრობდა და დრო ტელეფონში სქროლვაში გაყავდა, ერთ-ერთი ონლაინ კაზინოს რეკლამა დაინახა და დააქლიქა, საიტი დაათვალიერა და გადაწყვიტა ჩაერიცა და ეთამაშა.
თანხა კაზინოზე გადაიტანა და მგზავრობაც აღარ იყო ისეთი მოსაწყენი. თამაშის დაწყებიდან დაახლოებით 15 წუთში, ეშლის 10 000 დოლარიანი ჯეკპოტი დაეცა, თუმცა იმის მაგივრად რომ თამაში შეეწყვიტა და თანხა ბარათზე გადმოერიცხა, გადაწყვიტა რომ მატარებლის გაჩერებამდე ეტრიალებინა სლოტები.
როდესაც სადგური მოახლოვდა, ეშლიმ ტელეფონი დროებით ჯიბეში ჩაიგდო რომ ჩანთა თაროდან ჩამოეღო, ამ დროს სხვა მგზავრებიც წამოიშალენ საკუთარი ადგილებიდან და ჩვენს გმირს, ვიღაცამ ტელეფონი ჯიბიდან ამოაცალა.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სახლში მისულმა ეშლიმ, პირველ რიგში ლეპტოპი ჩართო და კაზინოს ბალანსი შეამოწმა, სადაც მხოლოდ 200 დოლარიღა დახვდა ანგარიშზე. როგორც ჩანს ჯიბის ქურდმა მისი დაწყებული თამაში გააგრძელა და თანაც ძალიან უიღბლოდ. ასე შერჩა ჩვეულებრივ ნიუ იორკელ მაკლერს ჯეპოტისგან მხოლოდ სიხარული - ფული და ტელეფონი კი ქარმა წაიღო.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ