29 წლის ტორონტოელმა, ჯინო ტორესმა 22 ივნისს ლოტო მაქსში 35 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა გადაწყვიტა ჭკვიანურად ემოქმედა.
ყველა დამეთანხმებით, რომ 35 მილიონი ძალიან დიდი თანხაა, მითუმეტეს ისეთი ადამიანისთვის, რომელიც თვეში 3,000 დოლარს გამოიმუშავებს.
გამარჯვებული ჯინო ტორესი, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, აუღელვებლად მოიქცა. ჯერ კარგად გადაამოწმა ბილეთი. როდესაც დარწმუნდა, რომ ნამდვილად ჰქონდა მოგებული ათეულობით მილიონი დოლარი, იმ დღესვე დაიქირვა გამოცდილი ფინანსისტი, რომელიც თანხების გადანაწილებაში დაეხმარა.
ტორესი ორი თვე ითვლიდა ფულს. იცოდა, რომ უამრავი მთხოვნელი გამოუჩნდებოდა და სურდა, რომ გული არავისთვის დაეწყვიტა და ყველა ნათესავზე, მეგობარზე თუ ნაცნობზე თანხა შესაბამისად გადაენაწილებინა ფინანსისტის მეშვეობით.
ორ თვიანი კონსულტაციების შემდეგ, როდესაც ყველაფერი ჰქონდა დალაგებული, გამოეცხადა ნათესავებს და ახარა გამდიდრების ამბავი.
“პირველი დღე სრული შოკი იყო, პირველი კვირა რას ვაკეთებდი წესივრად ვერ ვაანალიზებდი. ღამეებს ვათენებდი, მუცელი მტკიოდა ნერვიულობისგან, თუმცა ყველაფერი კარგად დავალაგე” - ამბობს გამარჯვებული
ჯინოს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დიდი სახლი და ძვირფასი მანქანა სურს და აპირებს, რომ ცხოვრებაში აღარაფერი მოიკლოს.
“ოცნების სახლს შევიძენ და მეფესავით ვიცხოვრებ, თუმცა არ დავივიწყებ ხალხს, ვინც ცხოვრებაში ჩემ გვერდით იყო” - ჯინო ტორესი
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ