სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

აიცერი და მოიგე - ახალი ლატარია საქართველოში

აიცერი და მოიგე - ახალი ლატარია საქართველოში

13 სექტემბრიდან გაიმართება StopCovid ლატარია - “აიცერი და მოიგე” ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის.

 

პროექტის მიზანია, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას ვაქცინით და შეჩერდეს კორონავირუსისგან გამოწვეული პრობლემები.

 

ყველა ადამიანი ვინც ერთხელ მაინც არის უკვე აცრილი ან აიცრება მიიღებს ფულის მოგების შანსს

 

13 სექტემბრიდან ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი. ხოლო ყოველკვირეულად 1,000-დან 10,000 ლარამდე. 

 

31 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გათამაშდება 100,000 ლარი! 

 

ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე - stopcov.lotto.ge-ზე ყოველდღე 12 საათზე, ხოლო ყოველკვირეული - ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე.

 

StopCovid ლატარიის "აიცერი და მოიგეს’’ გათამაშების ბილეთებს აცრილი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ

 

ლატარიაში “აიცერი და მოიგე’’ მონაწილეობს ყველა ვაქცინირებული ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით. ვაქცინირებული მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით მოხდება.

 

პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების  ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება “აიცერი და მოიგეს’’ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში.

 

მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია  წამახალისებელი ლატარიის ამოქმედებამდე, 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს “აიცერი და მოიგეს’’ ყველა  გათამაშებაში.

 

StopCovid ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება.

 

მაგ: თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მონაწილოებს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში.

 

თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

 

ჩვენი გუნდი გისურვებთ მოგებას და ჯანმრთელობას!

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ