სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მორბენალმა მარათონის გზიდან გადაუხვია და შემთხვევით სხვა შეჯიბრი მოიგო

მორბენალმა მარათონის გზიდან გადაუხვია და შემთხვევით სხვა შეჯიბრი მოიგო

გუშინ ბრისტოლში ძალიან სახალისო ფაქტი დაფიქსირდა. მორბენალმა ომარ აჰმედმა მარათონის გზიდან შეცდომით გადაუხვია და შემთხვევით სხვა შეჯიბრი მოიგო.

 

ბრიტანეთში, ბრისტოლის გარბენი ორ დისციპლინად ტარდება. ერთი გარბენის მანძილია 10 კილომეტრი, ხოლო მეორესი - 22. ორივე ცნობილი შეჯიბრია და შემოკლებით ერთს 10K-ს ეძახიან ხოლო მეორეს - ნახევარ მარათონს.

 

გარბენები როგორც წესი სხვადასხვა სეზონზე ტარდება: 10 კილომეტრიანი გაზაფხულზე, ხოლო 22 კილომეტრიანი სექტემბერში, მაგრამ კოვიდ პანდემიის გამო გადადებული შეჯიბრები ორგანიზატორებმა ერთ დღეს დაამთხვიეს. 

 

ომარ აჰმედი 10 კილომეტრიან გარბენზე ჩაეწერა, მაგრამ სირბილის დროს გზა აერია და 22 კილომეტრიანის ფინიშისკენ აიღო გეზი.

 

როდესაც ომარი 10 კილომეტრს გასცდა და ფინიშის ლენტა არსად ჩანდა, მაშინვე ჰკითხა პირველივე შემხვედრს, ხომ ნამდვილად სწორ ადგილას იყო მოხვედრილი, რაზეც ოპონენტებმა უპასუხეს, რომ ეს გზა 22 კილომეტრიანი მარათონის იყო. 

 

ომარ აჰმედს ისეთი ტემპი ჰოქნდა აღებული, რომ ნახევარ მარათონის ფინიშზეც პირველი მივიდა. აჰმედმა მანძილი 63 წუთში დაფარა (1:03:08), მაგრამ ორგანიზატორებმა გამარჯვება არ ჩაუთვალეს, რადგან წესები წესებია. ომარი ფიზიკურად არ იყო ამ გარბენის მონაწილე და მოგება კრის ტომპსონს ჩაუთვალეს, რომელიც ფინიშთან 1:07:53-ში მივიდა.

 

 

არადა აჰმედის 10K-ზე გამარჯვებას 1.44 ჰქონდა კოეფიციენტი და ფავორიტიც იყო, თუმცა ვერც ერთი მოიგო და ვერც - მეორე.

 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ