სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

უკმაყოფილო ქალბატონს მარკეტში ლოტოს ბილეთი აჩუქეს, რითიც ჯეკპოტი მოიგო

უკმაყოფილო ქალბატონს მარკეტში ლოტოს ბილეთი აჩუქეს, რითიც ჯეკპოტი მოიგო

რა არ ხდება ამ ქვეყანაზე და რას არ გაიგებს ადამიანი. მიჩიგანში, ჯენესი ქაუნთიში მდებარე სუპერმარკეტში ძალიან უცნაური ფაქტი დაფიქსირდა.

 

65 წლის ქალბატონი სახლისთვის პროდუქტებზე იყო მაღაზიაში ჩასული, როდესაც ერთ-ერთ დახლზე ვადაგასული მაიონეზი აღმოაჩინა და ატეხა ჩხუბი. მართალიც იყო, რა თქმა უნდა, თუმცა ძლივს დააშოშმინეს და დაწყანრების შემდეგ მოლარემ მას მეგობრულად და გულის მოსალბობად ლოტოს ერთი ცალი, სამ დოლარიანი გადასაფხეკი ბილეთი აჩუქა. 

 

აი, ახლა იწყება ნამდვილი ზღაპარი. ქალბატონმა მეორე დღეს გათაშებაში 500,000 დოლარი მოიგო სწორედ იმ ნაჩუქარი ბილეთით.

 

ადგილობრივი ლატარიის წესებით ბილეთის გამყიდველიც დასაჩუქრდა 5,000 დოლარით.

 

“ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ გადასაფხეკი ბილეთი აღარც მახსოვდა და მეორე დღეს ვიპოვე ჩანთაში. მადლობა ღმერთს ვადაგასული პროდუქტი აღმოვაჩინე, თორემ ხომ ვერ მივიღებდი ნახევარ მილიონ დოლარს?! ასეა, ადამიანი პატიოსნად უნდა ცხოვრობდეს და სხვასაც აძლევდეს მაგალითს თუ როგორი უნდა იყოს კანონმორჩილი მოქალაქე!” - ამბობს გამარჯვებული.

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ