ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ყვითელი და წითელი ბარათების მოყვარული ფეხბურთელის, გრანიტ ჯაკას საქმეს იძიებს.
არსენალის ფეხბურთელზე ეჭვები გაჩნდა მას შემდეგ, რაც 18 დეკემბრის ლიდსი-არსენალის მატჩის მიმდინარეობისას ჯაკას ყვითელ ბარათზე ანონიმურმა მოთამაშემ ლაივზე, 65,000 დოლარი დადო.
86-ე წუთისთვის ლონდონელები ლიდსში 4-1-ს იგებდნენ და ჯაკამ ყვითელი ბარათი ძალიან სულელურად მიიღო, როდესაც ერთი პატარა ჯარიმის გათამაშებას 25 წამი მოუნდა და მსაჯმა დროის გაყვანის გამო გრანიტს ყვითელი ბარათი მისცა.
ძნელია არ დაეჭვდე, რატომ უნდა გაიყვანო 86-ე წუთზე დრო ლიდსთან, როცა 4-1-ს უგებ?!
ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ჯაკას ყვითელს მატჩის დაწყებამდე 3.25 ჰქონდა კოეფიციენტი, თუმცა მეორე ტაიმის დაწყებისას ძალიან დაეცა და 1.80 გაუხდა კუში. თან არ დაგავიწყდეთ, რომ არსენალმა პირველი ტაიმი 3-0 მოიგო და თამაში ფაქტობრივად დასრულებული იყო, რატომღა უნდა მიეღო არსენალის ფეხბურთელს ყვითელი ბარათი თუ უბრალოდ სულელი არაა?!
ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ