სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

6.02 კოეფიციენტი სამშაბათის ლიგის მატჩებზე

6.02 კოეფიციენტი სამშაბათის ლიგის მატჩებზე

დღეს ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება და ფეხბურთის მოყვარულები მოუთმენლად ველოდებით ღამის 12 საათის მოსვლას.

 

სამშაბათს სუპერ დაპირისპირება გვაქვს, ჩემპიონთა ლიგის პატრონი, მადრიდის რეალი პარიზში მესის, ნეიმარს და მბაპეს ესტუმრება, ხოლო სპორტინგი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.

 

პსჟ - რეალი ძალიან რთულად გამოსაცნობი წყვილია. მოდით, ჯერ მსჯელობა დავიწყოთ იმ თეორიით, შესაძლოა თუ არა, რომ გუნდებმა პირველ მატჩში 0-0-ზე ჩამოართვან ხელი და ყველაფერი მადრიდში გადაწყვიტონ?! 

 

რითი გამოვრიცხავთ ამ ვარაუდს:

 

პარი სენ-ჟერმენის ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე უკვე მოთხოვნაა კლუბის მფლობელებისგან, ამდენი მარცხი ყველას ყელში ამოუვიდა. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც პროგრამა მინიმუმი ლიგის მოგებაა და პირველივე წრეში რეალი გხვდებათ, დაიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ სახლში ფრე გავაგოროთ და იქნებ იქ მოვუგოთო?! 

 

0-0-ზე შესაძლოა ატლეტიკომ და მანჩესტერ იუნაიტედმა იფიქრონ, რადგან არცერთია კარგ ფორმაში და არც მეორე. მესიმ, ნეიმარმა, მბაპემ, დიმარიამ და სხვებმა როგორ უნდა ითამაშონ უგოლო ფრეზე?! თან განმეორებით მატჩში ჩადიხარ სად? ბერნაბეუზე. 

 

ამიტომ პარიზელებმა აუცილებლად მოსაგებად უნდა ითამაშონ, თან რაც შეიძლება მეტი ბურთით. ნუ, როგორ გამოუვათ ეს ამბავი ეგ სხვა საკითხია, თუმცა სხვაგვარად მადრიდის რეალს ვერ გაცდები, ძალიან გაძნელდება.

 

მოკლედ რომ გითხრათ, ჩვენ ამ თამაშში დღეს პარი სენ-ჟერმენის მოგებას და 9 კუთხურს ვიღებთ. ვფიქრობთ, რომ აუცილებლად მოსაგებად წავა პარიზული გუნდი ფლანგებიც ძალიან დაიტვირთება, სადაც უსწრაფესი გარემარბები ჰყავთ. თუ ჩვენი ვარაუდი გამართლდა, თავის მხრივ ვერც რეალი ჩაჯდება დაცვაში და არ ითამაშებს 0-0-ზე, ამიტომ მათი შანსები გასვლაზე კუთხურებიდანაც იქნება. 

 

პსჟ - რეალი

 

ძირითადი შედეგი - 1 (1.90)

 

კუთხურების რაოდენობა - 8.5 (1.40)


 

სპორტინგი-სიტიში ყველას უპირობო ფავორიტი გვგონია პეპის გუნდი და სამართლიანადაც. თუმცა შესაძლოა პორტუგალიაში გაუჭირდეს სიტის და მაინცდამაინც პირველივე შეხვედრაში ვერ გადაწყვიტოს მეოთხედფინალისტის ბედი.

 

ზოგადად პორტუგალიური ფეხბურთი უხეშობით გამოირჩევა, როგორც შიდა ჩემპიონატში ასევე ნაკრებიც და ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდებიც. 

 

დღეს ღამე სპორტინგის ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ შემდეგ ეტაპზე თამაშის შანსი. მეტოქე გოლიათია, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. სიტი მონაკოსთანაც გოლიათი იყო და ლიონთანაც. 

 

მოკლედ, ვფიქრობთ რომ სპორტინგი დღეს თავს შეაკლავს და მინიმუმ 2 ყვითელ ბარათს მაინც მიიღებს.

 

სპორტინგი - სიტი

 

პირველი გუნდის ბარათები - 1.5 მეტი (1.35)


 

ბოლო პოზიცია პრემიერლიგიდან გვაქვს. მანჩესტერ იუნაიტედი ბრაიტონს უმასპინძლებს ოლდ ტრაფორდზე და ვფიქრობთ, რომ დღეს მაინც აიღებს სამ ქულას.

 

წითელმა ეშმაკებმა ჯერ ბარნლიში დაკარგეს 2 ქულა, შემდეგ სახლში საუთჰემპტონთან, ორივე შეხვედრა ფრედ 1-1 დაასრულეს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ დღეს ბრაიტონს სახლში უნდა მოუგონ, რადგან ოთხეულს სულ უფრო და უფრო შორდებიან.

 

ისიც სათქმელია, რომ ბრაიტონთან იუნაიტედს არ უჭირს თამაში. ბოლო 6 შეხვედრიდან ყველა მოუგო და წესით დღესაც უნდა აიღოს საჭირო სამი ქულა.

 

მანჩესტერ იუნაიტედი - ბრაიტონი

 

ძირითადი შედეგი - 1 (1.70)

 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ