კიდევ ერთი ბილეთის ძალიან მაგარი ისტორია. ყველას კარგად გვახსოვს 2015/16 წლებში ლესტერ სიტის ჩემპიონობა, როდესაც კლაუდიო რანიერის გუნდმა სასწაული სეზონი ჩაატარა.
მელიების ჩემპიონობაზე უამრავი ისტორიაა და ესეც ერთ-ერთი გამოსარჩევია.
ორმა ახალგაზრდა მეხანძრემ, ჯორდან რაითმა და მიჩელ ბელდოკმა ლესტერის ჩემპიონობაზე შემთხვევით მოიგეს 20,000 ფუნტი.
2015/16 წლის სეზონის გახსნით მატჩში ლესტერ სიტი სანდერლენდს მასპინძლობდა. ჯორდან რაითი დიდად ვერ ერკვევა ფსონების გაკეთებაში და როდესაც ტოტალიზატორში მისულმა ლესტერის მოგებაზე 2,000 კოეფიციენტი დაინახა, ჩათვალა რომ მელიებს სანდერლენდთან მოგებაზე ჰქონდა ამხელა კუში და 5 ფუნტი დადო.
ჯორდანმა იმწამსვე დაურეკა თავის მეგობარს, მიჩელს და შოკირებულმა უთხრა რომ ლესტერის სანდერლენდთან მოგებას 2,000 ჰქონდა კოეფიციენტი.
ვერც მიჩელ ბელდოკი ერკვეოდა.
სასწრაფოდ გავარდა ბელდოკიც და მანაც დადო 5 ფუნტი ლესტერის მოგებაზე. მეგობრებს ეგონათ რომ თუ ლესტერი სახლში სანდერლენდს დაამარცხებდა ორივე 10,000 ფუნტს მოიგებდა.
სინამდვილეში კი მეხანძრეებმა ლესტერის ჩემპიონობაზე დადეს 5-5 ფუნტი.
ჯორდან რაიტი:
“ფული ცხოვრებაში არ დამიდია. შემთხვევით ვნახე კოეფიციენტი, შეცდომა მეგონა, დავდე ფული და ეგრევე ჩემს მეგობარს დავურეკე რომ იმასაც ესარგებლა ხარვეზით. თუმცა მოგვიანებით აგვიხსნეს რომ 1 დღეში 10,000 ფუნტს ვერ მოვიგებდით. მეტიც, ყველა გვეუბნებოდა რომ შანსი საერთოდ არ გვქონდა”.
რა თქმა უნდა, ყველა ასე ეტყოდა, ვინ იფიქრებდა ლესტერის ჩემპიონობას?! წელს მელიები მაგარ ფორმაში არიან, მესამე ადგილს იკავებენ და ჩემპიონობისთვისაც იბრძვიან, რას ფიქრობთ, აქვთ შანსი?
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ