გამოძიების თანახმად, კომპანიის მთავარი სპეციალისტს, ელენა კანუნიკოვას, 2006- 2019 წლებში, ქარხანა АК Алрос-ის საწყობიდან საცვლებში დამალულად გამოჰქონდა ძვირფასი ქვები.
ბრალდებული მოქმედებდა ხუთ თანამზრახველთან ერთად, რომელთაგანაც ორმა აღიარა დანაშაული და გამოძიებასთან ითანამშრომლა.
მათი ჩვენების თანახმად, მოგვიანებით გაირკვა, რომ ელენა თანამზრახველისგან იძენდა ე. წ ტექნიკურ ალმასებს, რომლებიც გამოიყენება ხელსაწყოების დასამზადებლად, დებდა საწყობში, ხოლო სანაცვლოდ საიუველირო ბრილიანტები გამოჰქონდა.
ელენა კანუნიკოვა პოლიციამ 2019 წლის 6 ივნისს დააკავა, რა დროსაც მის საცვალში 22 მილიონი რუბლის ძვირფასი ქვები აღმოაჩინეს. შემდგომი ჩხრეკის დროს, გამომძიებლებმა ამოიღეს 500 დაუმუშავებელი ბრილიანტი, რომელიც იწონიდა 2000 კარატს, 3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 11 ბრილიანტი, 30 ბრილიანტით მოოჭვილი საათი და ნაღდი ფული - 2 მილიონი $ და ნახევარი მილიონი ევრო.
კანუნიკოვა და მისი ორი თანამზრახველი თავს დამნაშავედ არ ცნობს. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სტ.4 ნაწ.2 191-ე მუხლით მათ ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქურდობა " და "ბუნებრივი ძვირფასი თვლებით უკანონოდ ვაჭრობა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ