სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ინდოელი ყველა მეტროში ამოვიდა და რეკორდი დაამყარა

ინდოელი ყველა მეტროში ამოვიდა და რეკორდი დაამყარა

ინდოელი დელის მეტროს ყველა სადგურზე 16 საათში ამოვიდა და გინესის რეკორდსმენი გახდა. 

 

როგორც გაირკვა რეკორდსმენი პრაფულ სინი დელის მეტროს თანამშრომელია და ძალიან უნდოდა გინესის წიგნში მოხვედრა. პრაფულმა 254 სადგურში ამოსვლას 16 საათი და 2 წუთი მოანდომა. 

 

პრაფულ სინს 348 კილომეტრის დაფარვა მოუწია გინესის რეკორდებში შესასვლელად. 

 

“უკვე კაი ხანია, რაც დელის მეტროს თანამშრომელი ვარ და სულ ვეძებდი უმოკლეს გზებს სადგურიდან სადგურამდე. წლების მერე უკვე ყველა სანტიმეტრი შესწავლილი მქონდა და გინესის რეკორდსმენიც გავხდი, რაც ჩემი ოცნება იყო და ძალიან მახარებს ჩემი მიღწევა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ოლიმპიური ოქრო მომეგოს” - პრაფულ სინი გინესთან ინტერვიუში

 

პრაფულმა სერიოზული რეკორდი დაამყარა, რასაც კაი ხანი ალბათ ვერავინ გაიმეორებს. მან ზვიოსაც კი აჯობა. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ