სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ვის აეკრძალება კაზინოში თამაში პირველ ეტაპზე

ვის აეკრძალება კაზინოში თამაში პირველ ეტაპზე

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ წინააღმდეგია ონლაინკაზინოების და აუცილებლად მოხდებოდა რეაგირება და შესაბამისი აკრძალვები.

 

დღეს გახდა ცნობილი, რომ თამაშზე შეზღუდვები შეეხებათ:

 

სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე, პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით.

 

ასევე, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჯამურად ონლაინ ბიზნესისთვის გადასახდების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70 პროცენტით.

 

“ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახდების დასაბეგრი ბაზა გაიზარდება 65-70 პროცენტით, მეორე საკითხი ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე ჩვენს მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. აქაც გაწერილი გვაქვს ვის შეეხება ეს შეზღუდვა ესენი არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან. საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში პირთა წრე, რომელთა შეზღუდული ექნებათ აზარტულ თამაშებზე წვდომა, შეადგენს ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს აქაც კარგად გვაქვს გაწერილი შესაბამისი მექანიზმები.  რეკლამის შეზღუდვა, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამების განთავსება. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ