სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

პოკერის ბრმა მოთამაშეს მეხი დაეცა და მხედველობა დაუბრუნდა

პოკერის ბრმა მოთამაშეს მეხი დაეცა და მხედველობა დაუბრუნდა

მეინის შტატში მცხოვრები ედვინ რობინსონი ჩინებულად თამაშობდა პოკერს.ედვინი, ასევე, ტრაილერის მძღოლადაც მუშაობდა. ერთ დღეს, უბედური შემთხვევა მოხდა და რობინსონმა მხედველობა და სმენა დაკარგა.

 

თუმცა, ერთხელ, მართლაც რომ საოცრება მოხდა. საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე მინდორში სეირნობისას, ყრუ და ბრმა ედვინ რობინსონს მეხი დაეცა და გონებადაკარგული მიწაზე დაეცა. 20 წუთში გონს მოვიდა, შეამჩნია, რომ ხედავდა და ესმოდა კიდეც ყველაფერი. 

 

მისი ექიმი ამბობს, რომ მეხის დაცემისას სიკვდილს იმიტომ გადაურჩა, რომ რეზინის ფეხსაცმელები ეცვა. რაც შეეხება მხედველობას და სმენას, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ორგანიზმი დაურესტარტაო, ხუმრობდა ედვინის ექიმი. 

 

 

რობინსონის ცოლი, დორისი:

 

“მხედველობა მთლიანად აღდგენილი არ აქვს. 9 წელი ჩემი ქმარი ვერაფერს ხედავდა, ახლა კი თუ ახლოს მიუტანთ ნივთებს, ჩვეულებრივად ხედავს. მართლაც რომ სასწაულია, ხალხს ასეთი რაღაცეების არ სჯერა”.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ