სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ყველაზე ცნობილი დაპირისპირებები მსოფლიო ფეხბურთში

ყველაზე ცნობილი დაპირისპირებები მსოფლიო ფეხბურთში

ამ სათაურის გაგონებაზე, უმრავლესობას ესპანური ელ-კლასიკო გაახსენდება. ბუნებრივია, ბარსელონას და რეალს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ყავს მთელ მსოფლიოში. ამ სტატიაში ნახავთ სხვა დაპირისპირებულ გუნდებსაც. 




 

 

 

 

რეინჯერსი - სელტიკი

 

დავიწყოთ შოტლანდიური დერბით. ამ გუნდების გულშემატკივრებს არა მარტო განსხვავებული საფეხბურთო გემოვნება აქვთ. რეინჯერსის და სელტიკის ფანები პოლიტიკური ხედვითაც არიან დაპირისპირებულები. სელტიკის მხარდამჭერები კათოლიკეები არიან, ხოლო რეინჯერსის გულშემატკივრები - პროტესტანტები. 




 

ბოკა ხუნიორსი - რივერ პლეიტი

 

შემდეგი, ჩვენს სიაში, არგენტინული სუპერკლასიკოა. მატჩის დროს სტადიონზე ნახავთ გიგანტურ დროშებს და ბანერებს. ეს უბრალოდ ფეხბურთი არაა. ბუენოს აირესელი გულშემატკივრების ატმოსფერო ცალკე სიამოვნებაა.




 

რომა - ლაციო

 

რომში ფეხბურთი ძალიან უყვართ, მაგრამ გულშემატკივრები ორად არიან გაყოფილი. რომა-ლაციოს დაპირისპირების დროს, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებსაც გადაედებათ ხოლმე ფანების აგრესია, ამიტომ ხშირად ნახავთ უხეშ ჯარიმებს და ყვითელ-წითელ ბარათებს.




 

მანჩესტერი - ლივერპული

 

ყველაზე წარმატებული გუნდები ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში. როცა ისინი ერთმანეთს ხვდებიან, არ აქვს მნიშვნელობა რომელი კლუბი როგორ ფორმაშია. ძნელია გამოიცნო მატჩის შედეგი. 

 

“ამ თამაშის გამო უბანში ბიჭები საკუთარ…”




 

რეალი - ბარსელონა

 

ელ კლასიკო. ფეხბურთის ნამდვილი მშვენება. ამ მატჩს ის ხალხიც უყურებს ვისაც ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებს.




 

პარტიზანი - რედ სტარი

 

აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საოცარი დაპირისპირება და საუკეთესო ატმოსფერო სტადიონზე.




 

ფენერბახჩე - გალათასარაი

 

თურქული საკლუბო ფეხბურთი დღითიდღე პროგრესირებს. ფანებიც ხელს უწყობენ თავიანთ გუნდებს და საოცარ ატმოსფეროს ქმნიან სტადიონზე.




 

ფლამენგო - ფლუმინენსე

 

ბრაზილიური ფეხბურთის სტილი ნებისმიერ ფეხბურთის გულშემატკივარს მოეწონება. შემტევი და სანახაობრივი, რაც, სამწუხაროდ, დღეს იშვიათობაა. უბრალოდ, დიდი მადლობა “ფლა-ფლუს”




 

მილანი - ინტერი

 

დერბი დელა მადონინა. ყველას გვენატრება მილანური კლუბების დიდება და გული გვწყდება მათ დღევანდელ მდგომარეობაზე. თუმცა, დერბი, მაინც თავის ხიბლს ინარჩუნებს, რაც აუცილებლად საყურებელ მატჩების სიაში შედის.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ