სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ტაქსის მძღოლს მგზავრმა საფასური ლოტოს ბილეთით გადაუხადა, რითაც ჯეკპოტი მოიგო

ტაქსის მძღოლს მგზავრმა საფასური ლოტოს ბილეთით გადაუხადა, რითაც ჯეკპოტი მოიგო

კიდევ ერთი დაუჯერებელი ისტორია, რომელიც მერილენდის შტატში დაფიქსრიდა. ქალაქ ქოულისვილში Uber-ის მძღოლს მგზავრი სამსახურში მიყავდა. დანიშნულების ადგილზე მისვლისას მგზავრის მიერ მიბმული ბარათიდან თანხა არ ჩამოიჭრა, თან აღმოჩნდა, რომ მგზავრს არც ნაღდი ფული ედო.

 

უხერხული მომენტის გასანეიტრალებლად შეწუხებულმა მამაკაცმა საფულე მოჩხრიკა, სადაც 10 დოლარად შეძენილი ლოტოს გადასაფხეკი ბილეთი იპოვა. 

 

მგზავრმა ტაქსისტს, რაულ გარსიას საფასურის გადახდის ნაცვლად სწორედ ნაპოვნი ბილეთი შესთავაზა, რაზეც Uber-ის მძღოლი დათანხმდა.

 

“Uber-ით ექსონის ქუჩაზე გამოძახება მივიღე და ჩავისვი 60 წლამდე მგზავრი, რომელიც სამსახურში უნდა მიმეყვანა. ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ მას არ შეეძლო ფულით გადახდა და სანაცვლოდ ლოტოს ბილეთი შემომთავაზა, რაზეც სიხარულით დავთანხმდი, რადგან ყოველდღე ისედაც ვთამაშობ. მგზავრი დავტოვე ოფისთან, გადავფხიკე ბილეთი და 100,000 დოლარი მოვიგე. სიტყვებით ვერ აღვწერ რა დამემართა, ძალიან ძნელია ამ ემოციის გადმოცემა” - რაულ გარსია ლატარიის კომპანიასთან ინტერვიუში.

 

Uber-ის მძღოლმა ასევე თქვა, რომ მოგებულს არ გაფლანგავს და ჭკვიანურად დახარჯავს. რაულ გარსია ჯეკპოტით შვილს გადაუხდის სწავლის საფასურს და დარჩენილი თანხით სახლს გაარემონტებს. 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ