სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

გოლდენ სტეიტი NBA-ს ჩემპიონია - სრული მიმოხილვა (ვიდეო)

გოლდენ სტეიტი NBA-ს ჩემპიონია - სრული მიმოხილვა (ვიდეო)

2021-22 სეზონის ჩემპიონი გოლდენ სტეიტ უორიორსია. სან ფრანცისკოელებმა დამსახურებულად მოიპოვეს გუნდის ისტორიაში მეშვიდე ტიტული, ხოლო ბოლო 7 წელიწადში მეოთხედ გახდნენ ჩემპიონები.

 

გოლდენ სტეიტი ბოლო წლებში საუკეთესო ფრენჩაისია. გუნდის ლიდერები, სტეფი, კლეი და გრინი დრაფტიდან მოყვებიან კლუბს და სწორედ მათი დამსახურებაა ბოლო ოთხი ჩემპიონობა.

 

უორორსმა ფლეიოფში რთული გზა გაიარა, პირველ რაუნდში ნიკოლა იოკიჩის, მოქმედი MVP-ს დენვერი დაამარცხა 4-1, მეორე რაუნდში ჯა მორანტის მემფისი 4-2, ხოლო დასავლეთ კონფერენციის ფინალში ამომავალი სუპერსტარის, ლუკა დონჩიჩის დალასი 4-1. 

 

ბოსტონთან ფინალი დაძაბულად წარიმართა, ოქროს შტატელებმა პირველი შეხვედრა დათმეს სახლში, თუმცა მეორე იოლად მოუგეს სელტიკსს, მესამე შეხვედრა ბოსტონში უშანსოდ წააგეს და 1-2-დან ზედიზედ სამი შეხვედრა მოუგეს კელტებს. 

 

ვნახოთ ფინალების ბოლო შეხვედრის სრული მიმოხილვა

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ