სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ნოვაკ ჯოკოვიჩის სასწაული ქამბექი სინერთან (ვიდეო)

ნოვაკ ჯოკოვიჩის სასწაული ქამბექი სინერთან (ვიდეო)

გუშინ უიმბლოდნზე, მეოთხედფინალში სერბი ლეგენდა, ნოვაკ ჯოკოვიჩი ახალგაზრდა იტალიელ იანიკ სინერს დაუპირისპირდა.

 

პირველი ორი სეტი სინერმა ისე მოიგო, რომ ჯოკოვიჩის გულშემატკივრებს ძალიან ბევრი კითხვა გაუჩნდათ. იანიკი ყველა გათამაშებას უგებდა ნოლეს. სერბი ლეგენდა დაბნეული დარბოდა კორტზე და უამრავი შეცდომა მოსდიოდა. ჯოკოვიჩის გულშემატკივრებმა წამით გაიფიქრეს კიდეც რომ მათი საყვარელი ტენისისტი ნახევარფინალის გარეშე დარჩებოდა, მაგრამ დაიწყო მესამე სეტი…

 

მესამე სეტის დაწყებიდან ნოვაკმა ჩართო “God Mode” და ისე მოიგო ზედიზედ სამი სეტი და მატჩი, რომ ახალგაზრდა იანიკს სინერს შანსი აღარ ჰქონია. 

 

თამაში ძალიან სანახაობრივი გამოდგა. თუ პირველ ორ სეტში ყველაფერი იანიკ სინერს გამოსდიოდა, ბოლო სამ სეტში ჯოკოვიჩმა შემოგვთავაზა ნამდვილი შოუ. მოკლედ რომ ვთვქათ, ჩოგბურთელებმა ძალიან გვასიამოვნეს და ჰაილაითებსაც შემოგთავაზებთ.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ