სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

5.41 კოეფიციენტი ჩემპიონთა ლიგაზე

5.41 კოეფიციენტი ჩემპიონთა ლიგაზე

დღეს ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება და ფეხბურთის გულშემატკივრებიც ბედნიერები ვართ. შევარჩიეთ რამდენიმე პოზიცია და გვსურს, გაგიზიაროთ.

 

პსჟ მანჩესტერ იუნაიტედს მასპინძლობს და გვგონია, რომ ფრანგები მოიგებენ და ამ მატჩში კუთხურებიც წამოვა.

 

პარიზელებს ბევრი მიზეზი აქვთ იმისთვის, რომ ლიგა მოგებით დაიწყონ იუნაიტედთან. რამდენიმე თვის წინ ფინალი წააგეს და აუცილებლად შეეცდებიან დღეს გამარჯვებას.

 

ასევე, ყველას გვახსოვს რა მოხდა 2 სეზონის წინ. მერვედფინალში მანჩესტერმა სასწაულებრივად გააგდო პარიზული გუნდი. 

 

პირველი მატჩი ფრანგებმა ოლდ ტრაფორდზე 0-2 მოიგეს და ცალი ფეხით შემდეგ ეტაპზე იყვნენ გასულები. რეალურად ყველას ასე გვეგონა, არა მარტო პარიზელებს. მანჩესტერს არც კაი გუნდი ჰყავდა, არც კარგ ფეხბურთს თამაშობდნენ, მოკლედ უამრავი პრობლემა ჰქონდათ მაშინ ინგლისელებს, მაგრამ სტად დე ფრანსზე, რასაც ქვია გაამწარეს ფრანგები, როდესაც ბოლო წუთზე რეშფორდმა შემდეგ ეტაპზე გამსვლელი პენალტი გაიტანა. ნეიმარის სახე ალბათ ყველას გახსოვთ.

 

პსჟ ფურცელზე ახალ სეზონშიც ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია და უნდა დაამტკიცოს სტატუსი. უნდა მოიგოს პირველი თამაში დამაჯერებლად.

 

ასევე ვფიქრობთ კუთხურებს, რადგან დღეს ძნელად წარმოსადგენია დაცვითი ფეხბურთი. ორივე გუნდს სწრაფი გარემარბები ჰყავთ და შეტევებსაც ფლანგებიდან ველოდებით.

 

ისიც გასათვალისწინებელია, რომ პსჟ-ს ვერატი და პარედესი ვერ დაეხმარებიან ნახევარდაცვაში და სავარაუდოდ ბურთის დაჭერა გაუჭირდებათ ბრუნოსთან, პოგბასთან, დონისთან, მატიჩთან და მაკტომინაისთან. უნდა ითამაშონ სწრაფი ფეხბურთი.

 

პსჟ - მანჩესტერ იუნაიტედი

 

კუთხურების რაოდენობა 8.5 - მეტი (1.50)

 

ძირითადი შედეგი - 1 (1.65)


 

შემდეგი პოზიცია რომიდან გვაქვს, სადაც ლაციო დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლებს. ამ მატჩში მეტ გოლს ვფიქრობთ.

 

ორივე გუნდი შემტევია. მითუმეტეს ვინც იტალიის ჩემპიონატს უყურებთ, შეამჩნევდით თუ როგორი სანახაობრივი და უხვგოლიანი გახდა სერია A ბოლო წლებში. 

 

თავის მხრივ დორტმუნდის ბორუსიას საფეხბურთო ფილოსოფია ყოველთვის შემტევი თამაში იყო. 

 

გულის სიღრმეში ვფიქრობთ, რომ გერმანელები მოიგებენ, მაგრამ არ ვრისკავთ. გვირჩევნია მეტი გოლი დავწეროთ და მშვიდად ვუყუროთ სანახაობრივ ფეხბურთს. 

 

ლაციოს ბომბარდირს, ჩირო იმობილეს ძალიან კარგი შანსი მიეცა. გახსოვთ ალბათ გერმანულ კლუბში გადასული იტალიელის სეზონი. ვერ შეეწყო ახალ გუნდს, დორტმუნდს იმობილე და გამოუშვეს უკან. შემდეგ რაც გააკეთა იტალიის ჩემპიონატში უკვე კარგად ვიცით. დღეს უნდა დაამტკიცოს ჩირომ თავისი კლასი გერმანელებთან.

 

ლაციო - დორტმუნდი 

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.55)


 

ბოლო პოზიცია ჩელსი-სევილიადან გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ლონდონელები 5 კუთხურს მაინც ჩამოაწვდიან.

 

ლამპარდის შემტევ გუნდს უყვარს კუთხურები. იმედია დღეს სრული შემადგენლობით ითამაშებენ და გვანახებენ რეალურ ძალას. 

 

სიმართლე გითხრათ, 1-იანს ვფიქრობთ, მაგრამ მაინც არ ვრისკავთ, რადგან სევილიას ძალიან გამოსდის ინგლისური გუნდების დაჩაგვრა.

 

ჩელსი პირველ ნომრად ითამაშებს. შეუტევს პირველივე წუთებიდან და სულ რომ დებიუტშივე გაიტანონ გოლი ესპანელების კარში, მაინც არ დაიხევენ უკან. ფრენკმა უკვე რამდენიმე შეხვედრა ვერ მოიგო, რომელიც უეჭველად მოსაგები იყო. 

 

ჩელსი - სევილია

 

პირველი გუნდის კუთხურები 4.5 - მეტი (1.41)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. ყველას გილოცავთ ჩემპიონთა ლიგის დაბრუნებას და იმედი გვაქვს, რომ მწვანე ბილეთით დავიწყებთ!

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ