სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

დღეს კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბები ითამაშებენ

დღეს კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბები ითამაშებენ

14 ივლისს, ხუთშაბათს კონფერენს ლიგის შესარჩევზე სამი ქართული კლუბი ითამაშებს, თუმცა შემდგომ ეტაპზე გასვლის დიდი შანსი არცერთ გუნდს არ აქვს. 

 

თბილისის დინამო ესტონურ პაიდეს გასვლაზე დაუპირისპირდება. თბილისელებმა პირველი შეხვედრა დინამო არენაზე 2-3 მოულოდნელად წააგეს, თუმცა ნამდვილ გულშემატკივარს აქვს იმედი, რომ დინამო მაინც დაძლევს პაიდეს ბარიერს, რადგან რეალურად ესტონური გუნდი არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენც უნდა გავუსწოროთ სიმართლეს თვალი და ვთქვათ, რომ არც მაინცდამაინც თბილისის დინამოა შემდგომ ეტაპზე გასვლის ღირსი.

 

თბილისელებს მატჩის მოგებაზე 1.65 კოეფიციენტი აქვს, ხოლო გასვლაზე - 1.90.

 

გორის დილა ფინურ კიუპს უმასპინძლებს, რომელთანაც გასვლაზე 0-2 დათმო შეხვედრა. მეორე ქართული კლუბისთვისაც ძნელი იქნება შემდგომ ეტაპზე მოხვედრა, თუმცა გამორიცხული არაფერია. 0-2 არ არის ის ანგარიში, რომ გუნდმა უბრძოლველად გამართოს საშინაო მატჩი.

 

გორის დილას თამაშის მოგებაზე 2.0 კოეფიციენტი აქვს, ხოლო გასვლაზე - 5.40.

 

საბურთალო კი ალბანეთში ჩავა და პარტიზანს დაუპირისპირდება. სამწუხაროდ თბილისელებმა პირველი, საშინაო შეხვედრა 0-1 დათმეს და ამ წყვილშიც უიმედო მდგომარეობაა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ მოქმედებს და ისღა დაგვრჩენია, მხოლოდ საუკეთესოზე ვიფიქროთ. 

 

საბურთალოს მატჩის მოგებას 3.25 კოეფიციენტი აქვს, ხოლო გასვლაზე - 4.30

 

მოკლედ რომ ვთქვათ, სავარაუდოდ სამივე ქართული კლუბი გამოვარდება, უნდა დავინახოთ რეალობა, ჩვენი ჩემპიონატი სამწუხაროდ არ არის ის დონე ჯერჯერობით, რომ რომელიმე გუნდმა ევროტურნირებზე ითამაშოს, მაგრამ მაინც დავიტოვოთ იმედი, სხვა არაფერი დაგვრჩენია. 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ