სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ხვალინდელ ელ კლასიკოში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები მიიღეს

ხვალინდელ ელ კლასიკოში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები მიიღეს

კატალონიის პოლიცია ხვალინდელი ელ კლასიკოსთვის განსაკუთრებულად ემზადება. ბარსა-რეალის დაპირისპირებაში მსგავსი უსაფრთხოების ზომები ჯერ არ მიუღიათ. 

 

3000 პოლიციელზე მეტი და კერძო დაცვის თანამშრომლები გააკონტროლებენ დაცვის სისტემას. საქმე იმაშია, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ბარსელონაში, აქტივისტთა ჯგუფი, “დემოკრატიული ცუნამი” გეგმავს დემონსტრაციულ გამოსვლებს. 

 

კატალონიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ხვალინდელი მატჩი დაძაბულობის პიკს მიაღწევს როგორც მოედანზე, ასევე, მის გარეთ. 

 

ქალაქის ქუჩებში 200,000 ადამიანს ელოდებიან. თან გასათვალისწინებელია ფაქტი, ესპანეთში ტერორისტული თავდასხმის მაჩვენებელი მეოთხე დონეზეა (მსოფლიოში ყველაზე მაღალი მე-5-ე დონეა).

 

ბარსა-რეალი ხვალ, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ