სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

კრისტიანო რონალდოს წელიწადში 105 მილიონი ფუნტი შესთავაზეს

კრისტიანო რონალდოს წელიწადში 105 მილიონი ფუნტი შესთავაზეს

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდას, კრისტიანო რონალდოს ჯერჯერობით უცნობმა არაბულმა გუნდმა ორ წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რა დროშიც პორტუგალიელი 210 მილიონ ფუნტს მიიღებს.

 

არაბული გუნდი მანჩესტერ იუნაიტედს 30 მილიონ ფუნტს უხდის გამოსასყიდ თანხას, რაც უფრო მეტია ვიდრე მათ მიერ გადახდილი საფასური, როდესაც კრისტიანო იუვედან დააბრუნეს მანჩესტერში. ტრანსფერის შესრულების შემთხვევაში რონალდოს აგენტი 20 მილიონ ფუნტს მიიღებს.

 

მოგეხსენებათ, გავრცელდა ჭორები, რომ იუნაიტედის ცოცხალი ლეგენდა უკმაყოფილოა მანჩესტერის მდგომარეობით. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი წელს ლიგაზე ვერ ითამაშებს და მიზეზიც მარტივია, კრისტიანოს ზედმეტსახელი ხომ მისტერ ჩემპიონთა ლიგაა. 

 

თუმცა მანჩესტერ იუნაიტედის ახალი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი ღიად საუბრობს რომ მას აუცილებლად სჭირდება გუნდში კრისტიანო რონალდო და მის გაშვებას არსად აპირებს. ჭორების თანახმად, პორტუგალიელი შვიდიანი ისეთ გრანდებს სურთ როგორებიც არიან ბაიერნი, იუვენტუსი, ჩელსი და რეალი, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული შეთავაზება არავისგან მიუღია იუნაიტედს.

 

ის ფაქტიც ასაღნიშნია, რომ კრისტიანო არ გაყვა გუნდს საზაფხულო შეკრებაზე და მიზეზად ოჯახური სიტუაცია დაასახელა. 

 

ვნახოთ რა იქნება, ძნელი დასაჯერებელია რონალდო ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩეს წელს, თუმცა თუ მის ხასიათს გავითვალისწინებთ, შესაძლოა გაჩერდეს იუნაიტედში ერთი წლითაც და დააბრუნოს გუნდი მოწინავე ადგილებზე. 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ