NBA-ს წინა სეზონის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ერთმანეთს მილოუკი ბაქსი და ტორონტო რეპტორსი დაუპირისპირდნენ, სადაც კავაი ლეონარდის რეპტორსმა სერიებში 4-2 დაამარცხა იანისის მილოუკი ბაქსი.
როგორც გაირკვა, ორ ცნობილ რეპერს, გუჩი მეინს და დრეიკს დადებული ჰქონდათ ნიძლავი. დრეიკი, რა თქმა უნდა, რეპტორსის სასარგებლოდ ჩამოვიდა ფსონს, ხოლო, მეინი კი - ბაქსის. წაგებულ მხარეს უნდა გადაეხადა 100,000 დოლარზე მეტი და საყვარელი კალათბურთელის მაისურიც უნდა დაეთმოთ.
- გუჩი მეინი: “დიახ, დიდი ფული წავაგე, ექვს ნიშნა რიცხვი, ჩემი საყვარელი მაისურიც მიმატანინეს, იმიტომ რომ, ფულთან ერთად, წაგებულს, მაისურიც უნდა დაეთმო.“
- ჯეილენ როუზი: “თქვენ რეალურ დიდ ფულზე თამაშობთ ბიჭებო, როცა ამბობთ 6 ნიშნას, უნდა ვიგულისხმოთ 100,000 თუ 500,000?“
- გუჩი მეინი: “მომისმინე, ეს იყო ექვს ნიშნაზე მეტი და მოვრჩეთ ლაპარაკს. შემდეგ სეზონში ამოვიღებ თანხას.“
ასე რომ, დიდი ბიჭების თამაში დიდ თანხებზე გრძელდება, ჩვენ კი დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ