სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ზლატან იბრაჰიმოვიჩი - ადამიანი აზარტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი - ადამიანი აზარტი

ზლატანი მანჩესტერ იუნაიტედში 2016-18 წლებში ირიცხებოდა. წითელი ეშმაკების მაისური 46-ჯერ მოირგო და 28 გოლის გატანაც მოახერხა. ამ პერიოდში, იუნაიტედმა სამი თასი მოიგო, რაშიც დიდი წვლილი შვედმა თავდამსხმელმაც შეიტანა.  

 

La Gazetta dello Sport-თან მიცემულ ინტერვიუში იბრაჰიმოვიჩმა ვრცლად, თან ხუმრობით, ისაუბრა მის ყოფილ თანაგუნდელ რომელუ ლუკაკუს საფეხბურთო ოსტატობასა და ტექნიკაზე:
 

  • „რომელუ არ არის ტექნიკური ფეხბურთელი. მისი ძლიერი მხარე ფიზიკური მომზადებაა. კარგი იქნებოდა რომ ჩემთვის მოესმინა. ლუკაკუს სანაძლეო შევთავაზე, ყოველი ბურთის წესიერ მიღებასა და დავმუშავებაზე მე მას მივცემდი 50 ფუნტს. რომელუმ მკითხა, თუ რას ვითხოვდი საპასუხოდ, რაზეც ვუთხარი, რომ არაფერი მინდოდა გარდა იმისა, რომ უკეთესი ფეხბურთელი გამხდარიყო იგი. სამწუხაროდ, არ დამთანხმდა. ალბათ, წაგების შეეშინდა.“

იბრაჰიმოვიჩი აზარტული მოთამაშეა, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. 2018 წლის მუნდიალზე 1/4 ფინალში ერთმანეთს ინგლისისა და შვედეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ამიტომაც ზლატანმა დევიდ ბექჰემს თვითერის მეშვეობით ჩელენჯი შესთავაზა: 

 

  • „დევიდ, თუ ინგლისი მოიგებს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაგპატიჟებ სადილზე, ხოლო, თუ შვედეთს დარჩება გამარჯვება, IKEA-ს მაღაზიაში, რასაც თითს დავადებ იმას მიყიდი.“

ბექჰემმაც არ დააყოვნა პასუხი:

 

  • „თუ შვედეთი მოიგებს, პირადად წაგიყვან IKEA-ს მაღაზიაში და გიყიდი, რასაც მოისურვებ. ხოლო თუ ინგლისი გავა შემდგომ ეტაპზე, უემბლიზე დაესწრები ინგლისის ნაკრების მატჩს, შესვენებაზე კი, თევზის და ჩიფსების მირთმევა მოგიწევს.“

ინგლისის ნაკრებმა 2-0 მოუგო შვედეთის გუნდს, ზლატანმა კი, რა თქმა უნდა, წაგებული პირობა შეასრულა.

 

შვედი თავდამსხმელი პოკერის დიდი მოყვარულიცაა, ხშირად თამაშობს და PokerStars-ის ერთ-ერთი სახეც უნდა გამხდარიყო, თუმცა შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი განაცხადა საიტის მენეჯმენტთან გარკვეული შეთანხმებების ვერ მიღწევის გამო.

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ