თუ გითქვათ როდისმე, ყველაზე უიღბლო ადამიანი ვარო, წაიკითხეთ სტატია და დარწუმნდებით, რომ ეს ასე არ არის.
ჩრდილოეთ ესპანეთში, სოფელ სოდეტოში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. ყოველწლიურ საშობაო გათამაშებაში მთელმა სოფელმა მოიგო და გაინაწილა ჯეკპოტი ბერძენი კოსტას მიტსოტაკისის გარდა.
ესპანური ლატარია “El Gordo” რეგიონალურად ყოფს მომგებიან ციფრებს. სოფელ სოდეტოში, სადაც მხოლოდ 250 მაცხოვრებელია, შეხვდათ 58268 ლატარიის რიცხვები, რისი მეშვეობითაც მოიგეს 10 მილიონ ევროზე მეტი.
ბერძენი კოსტასი, რომელიც 2006 წლიდან ცხოვრობს ესპანეთში, ფერმაში ტრაქტორით მუშაობდა და დიდად არც აინტერესებდა ლატარიის თამაში. ამიტომ მხოლოდ ის დარჩა თანხის გარეშე.
მიტსოტაკისმა წყენა არ შეიმჩნია. ბერძენი პროფესიით რეჟისორია და ბარში აღსანიშნავად მისულ მთელ სოფელს კამერით ვიდეოს უღებდა.
კოსტას მიტსოტაკისი
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ