სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

კატამ 1 მილიონი ფუნტი მოიგო

კატამ 1 მილიონი ფუნტი მოიგო

ნოტინგემშირის რეგიონში, ქალაქ მენსფილდში მცხოვრები წყვილი მილიონი ფუნტის მოგებას საკუთარ კატას უმადლის. 

 

 

 

 

ენდრიუ და პაულა ჰენკოკებს, რომლებიც რესტორნებს პროდუქტებით ამარაგებენ, დაავიწყდათ საკუთარი კატისთვის საკვების ყიდვა, ამიტომ ენდრიუმ მაღაზიასთან გააჩერა მანქანა, შინაურ ცხოველს უყიდა საჭმელი და Monopoly-ს 5 ფუნტიანი გადასაფხეკი ბილეთი საყვარელი კატის, შორთის სახელზე შეიძინა.

 

სასწაულებრივად, შორთის სახელზე ნაყიდმა ბილეთმა ჰენკოკებს მილიონი ფუნტი მოაგებინათ.

 

46 წლის ენდრიუ და 43 წლის პაულა ავსტრალიაში გეგმავენ ბედნიერ დასვენებას, სადაც, რა თქმა უნდა, კატასაც წაიყვანენ. 

 

 

ენდრიუ ჰენკოკი: 

 

“როდესაც ბილეთი გადავფხიკე და ჯეკპოტი დავინახე შოკში ჩავვარდი, შემდეგ ჩემ კატას გავხედე, რომელიც ბედნიერად თათებს ილოკავდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რა მოხდა. მილიონი ფუნტი ჩვენმა კატამ, შორთიმ მოიგო და არა მე და ჩემმა ცოლმა”.

 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ