ამბობენ, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთო. ამ ძველმა გამონათქვამმა, 2017 წელს, 46 წლის ორი შვილის დედას, ოკსანა ზაჰაროვას 5 მილიონი დოლარი მოაგებინა.
ნიუ ჯერსელი ოკსანა მანჰეტენში შოპინგით ერთობოდა. როდესაც საყიდლებს მორჩა, გადაწყვიტა ერთ დოლარიანი გადასაფხეკი ბილეთი შეეძინა და იღბალი გამოეცადა.
Trisha Convenience-ს გამყიდველმა, შეცდომით 1 დოლარიანი ბილეთის ნაცვლად 10 დოლარიანი Set for Life-ის, ასევე გადასაფხეკი ბილეთი მისცა.
როდესაც პატიოსანმა ოკსანამ შეამჩნია, რომ არ ეკუთვნოდა ძვირიანი ბილეთი, მოლარეს მორიდებულად მიუთითა შეცოდმაზე და უხერხული სიტუაციის განსამუხტად დარჩენილი 9 დოლარიც დაუმატა და Set for Life-ის 10 დოლარიანი ბილეთი დაიტოვა.
საყიდლებიდან დაბრუნებულ ოკსანა ზაჰაროვას იმდენი ბარგი ჰქონდა, რომ გადაავიწყდა Trisha Convenience-ში შეძენილი “ნივთი”.
1 კვირის შემდეგ, შემთხვევით შეამჩნია სახლში მიგდებული გადასაფხეკი ბილეთი, გადაფხიკა და ჯეკპოტი, 5 მილიონი დოლარი მოიგო!..
როგორც ბევრ ადამიანს, ასევე ოკსანას, აქამდე არასდროს მოუგია ლატარიაში და ზაჰაროვა ფიქრობდა, რომ ყალბი იყო, ვერ იჯერებდა გამარჯვებას მანამ, სანამ კომპანიაში არ მივიდა და არ დაუდასტურეს უდიდესი მოგება.
ოკსანა ზაჰაროვამ ჯეკპოტის აღება ნაწილ-ნაწილ არჩია და შემდეგი 20 წლის მანძილზე, გადასახადების გარეშე, წელიწადში ერთხელ 172,068 დოლარს მიიღებს.
წარმოშობით უკრაინელი ორი შვილის დედა, პირველ რიგში, ოჯახთან ერთად ბაჰამის კუნძულებზე დასვენებას აპირებს და პირობას დებს, რომ შვილებს კოლეჯში სწავლის საფასურს გადაუხდის.
გაწევრიანდი ჩვენს ჯგუფში და პირველმა გაიგე კაზინო სამყაროში მომხდარი სიახლეების შესახებ
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ