სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ავსტრალიელმა ტუალეტის ქაღალდის 270 რულონი სარდაფში იპოვა

ავსტრალიელმა ტუალეტის ქაღალდის 270 რულონი სარდაფში იპოვა

სიდნეიში მცხოვრებმა მაიკლ გურჯისმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ სარდაფში განძი აღმოაჩინა.

გურჯისი: “სარდაფში ჩასულს ჯეკპოტი დამეცა!”

 

ავსტრალიელი ამბობს, რომ 80-იან წლებში მამამისმა 270 რულონი ტუალეტის ქაღალდი შეიძინა და სარდაფში შეინახა, რაც დღემდე არ დასჭირვებიათ.

 

 

მაიკლი ფეისბუქზე ხუმრობის გარეშე წერს, რომ “განძის” გაყიდვას არ აპირებს და დაურიგებს ადამიანებს, რომლებსაც ტუალეტის ქაღალდი ძალიან სჭირდებათ.

 

ტუალეტის ქაღალდის სექცია ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში


 

განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, ავსტრალიელს უამრავი ადამიანის წერილი მიუვიდა, რომლებიც თხოვდნენ ქაღალდს.

 

 

1980-იან წლებში მაიკლის მამა, რომელიც 10 წლის წინ გარდაიცვალა, საწყობის მფლობელი იყო და მისი სარდაფი დღემდე სავსეა იმდროინდელი საყოფაცხოვრებო ნივთებით. ამიტომ ჰქონდა 270 ტუალეტის ქაღალდიც. 

 

მაიკლ გურჯისმა არ იცის თუ როგორ გაუნაწილოს ხალხს დეფიციტში მყოფი ქაღალდი.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ