სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

სავარაუდოდ უიმბლდონი გაუქმდება ან გადაიდება

სავარაუდოდ უიმბლდონი გაუქმდება ან გადაიდება

კორონავირუსის გამო, ინგლისის გაერთიანებულმა ჩოგბურთის კლუბმა შეიძლება გააუქმოს უიმბლდონის ჩემპიონატი ან გადადოს გაურკვეველი ვადით. 

 

განსაკუთრებული გარემოების გამო, შემდეგ კვირაში, AELTC-ის წევრები შეიკრიბებიან და მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას მწვანე საფარიან გრანდ სლემის ტურნირზე. 

 

უიმბლდონი ჩოგბურთის ერთ-ერთი უდიდესი სანახაობაა, რომელიც, წესით 29 ივნისიდან 12 ივლისამდე უნდა ჩატარდეს, ამიტომაც მისი ორგანიზატორები დიდი წნეხის ქვეშ არიან. 

 

ჩემპიონატის აღმასრულებელი დირექტორი, რიჩარდ ლუისი:

 

“COVID 19-ის გამო უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე ვართ. კრიზისი ყოველდღე იზრდება და ზეგავლენას ახდენს სპორტულ ღონისძიებებზე. ჩვენ ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებთ როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე მთელ მსოფლიოში”.

 

“ჩვენი მთავარი მიზანი ადამიანების ჯანმრთელობაა და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას”.

 

“გვწამს, რომ ივნისამდე პანდემია გადაივლის და უიმბლდონი 2020 წელს ჩატარდება, თუმცა ყველაფერი მომავალ კვირას გაირკვევა”. 

 

 

გაწევრიანდი ჩვენს ჯგუფში და პირველმა გაიგე კაზინო სამყაროში მომხდარი სიახლეების შესახებ

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ