სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

კაზინოში ჩარჩენილ მოჩვენებას ლამაზი ქალები იზიდავს

კაზინოში ჩარჩენილ მოჩვენებას ლამაზი ქალები იზიდავს

1920-იან წლებში, ნიუ იორკის მიწისქვეშა ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი ტომას “ფატი” ველში იყო, რომელიც ძირითადად ფლორიდაში საქმიანობდა. 

 

მზიან შტატში ფატის საყვარელი კაზინო-სასტუმრო ბილტმორი იყო და ყოველთვის მე-13-ე სართულზე ჯავშნიდა ნომერს. 

 

 

1929 წლის 4 მარტს, ტომას ველშს უსიამოვნება მოუვიდა სასტუმროს მენეჯერთან, ედი ვილსონთან, რომელმაც შუაგულ კაზინოში ამოიღო იარაღი და მოკლა ნიუ იორკელი ფატი. 

 

ვილსონი ციხეს გადაურჩა, რადგან, იმ დროს, ფლორიდაში ნაცნობობით ყველაფერს მოიგვარებდი. მოსყიდულმა პოლიციელებმა გააქრეს ყველა სამხილი და ედი კუბაში გააქციეს. 

 

ბილტმორის კაზინო-სასტუმრო დღემდე ფუნქციონირებს ფლორიდაში, რომელიც ისტორიულ ძეგლადაა აღიარებული. კაზინოს პერსონალს სჯერა, რომ ფატი ველშის სული დღემდე დაძრწის შენობაში, რადგან მისი მკვლელი, ედი ვილსონი დაუსჯელი დარჩა.

 

წლების განმავლობაში, კაზინოში უამრავი უცნაური ფაქტი დაფიქსირებულა. ზოგჯერ, აუხსნელი მიზეზით, ლიფტს სასტუმროს მომხმარებლები მე-13-ე სართულზე აყავს, ზუსტად იქ, სადაც ტომასს უყვარდა ნომრის დაჯავშნა. 

 

ფატი ყოველთვის გამოირჩეოდა მექალთანეობით, მის მოჩვენებას ლამაზი ქალები იზიდავს და მისი სამიზნე უმეტეს შემთხვევაში სწორედ რომ მანდილოსნები არიან. 

 

ერთხელ, ცოლ-ქმარი მეოთხე სართულზე ადიოდნენ, თუმცა ლიფტმა წყვილი მეცამეტე სართულზე აიყვანა. როდესაც კარი გაიღო, ქმარმა ჯერ ცოლს დაუთმო გასვლა და მის ცხვირ წინ უცბად მოჯახუნდა კარები. ლიფტმა მამაკაცი პირველ სართულზე დააბრუნა. 

 

შეცბუნებულმა ქალბატონმა შემდგომ მოუყვა ქმარს, რომ უცნაური ხმები ესმოდა ცარიელ დერეფანში და სიგარის სუნსაც გრძნობდა. 

 

გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, მოჩვენებამ პრეზიდენტის, ბილ კლინტონის შეშინებაც სცადა. ერთხელ, კლინტონი მეცამეტე სართულზე დაბინავდა. პრეზიდენტი, საღამოს ფეხბურთს უყურებდა და ტელევიზორმა თავისით დაიწყო არხიდან არხზე გადართვა, გამორთვა და ჩართვა. ვერც სასტუმროს პერსონალმა და ვერც მისმა დაცვის წევრებმა ვერ ახსნეს მომხდარი ფაქტი. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ