ზედიზედ სამი მწვანე ბილეთი ძალიან გვახარებს. იმედი გვაქვს, რომ რომელიმე მაინც გამოიყენეთ.
დღესაც შევეცდებით გამწვანებას, რატომაც არა. ზედიზედ მეოთხეს იმედი გვაქვს, რადგან ბევრი ქექვის შემდეგ 4 კარგი პოზიცია შევარჩიეთ.
დავიწყოთ პრემიერლიგით, სადაც ტოტენჰემი მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს. ამ მატჩში მხოლოდ აუტებს ვფიქრობთ.
ეშმაკებს “უყვართ’ აუტების მოწოდება. მითუმეტეს, კორონავირუსის შემდეგ, კლუბების მწვრთნელების გარდა არავინ ვიცით თუ ვინ როგორ ფორმაშია, სავარაუდოდ მძიმედ იქნებიან პრაქტიკის გარეშე და ტექნიკური წუნიც იქნება თამაშში.
არც ჟოზეს გუნდები ერიდებიან აუტების მოწოდებას, მითუმეტეს ამ ფორმაში მყოფი ტოტენჰემი.
უკანასკნელი ურთიერთშეხვედრების აუტების სტატისტიკა პრემიერლიგაში:
#1 თამაში - 56 აუტი (ამ სეზონში)
#2 თამაში - 48 აუტი
#3 თამაში - 44 აუტი
#4 თამაში - 33 აუტი
მართალია მეოთხე შეხვედრაში აუტები არ დაჯდა, მაგრამ გაგახსენებთ ამ თამაშს. ეს ის მატჩია, როდესაც ერიკსენმა პირველივე წუთზე გაუტანა გოლი საშინელ ფორმაში მყოფ იუნაიტედს, რასაც მალევე მოყვა ფილ ჯონსის ავტოგოლი. მანჩესტერს თამაშის დაწყებამდევე ეტყობოდა რომ წასაგებად იყო გამოსული მინდორზე და არცერთი წამი არ უბრძოლია.
ტოტენჰემი - მანჩესტერი
აუტების რაოდენობა 41.5 - მეტი (1.65)
გადავინაცვლოთ ესპანეთში. ლა ლიგაში დღეს ძალიან საინტერესო მატჩია. გავარდნის ორი კანდიდატი, მალიორკა-ლეგანესი ხვდება ერთმანეთს და დაძაბულ, უხეშ თამაშს ველოდებით.
ბევრი ფიქრის შემდეგ ჯარიმები ვამჯობინეთ ყვითლებს. ჯერ ერთი იმიტომ რომ 6 ყვითელს 1.25 აქვს კუში და მეორეც კიდე, ურთიერთშეხვედრებში არ ამოდის ბევრი ბარათი.
მსაჯი მატეო ლაოსია. გამოცდილ არბიტრს ანდეს გადამწყვეტი შეხვედრა. მართლაც ძნელი გამოსაცნობია.
ვფიქრობთ, რომ პირველივე წუთებიდან იუხეშებენ ფეხბურთელები და სავარაუდოდ ლაოსიც ამოიღებს ბარათებს, რომ თამაში ჭიდაობაში არ გადაიზარდოს. ამ შემთხევაში შეიძლება ჩვენი პროგნოზის საწინააღმდეგოდ მივდიოდეთ, რადგან ყვითლებს ჯარიმები ვამჯობინეთ, მაგრამ 7 ბარათი მაინც გვებევრება.
რაც არ უნდა დაძაბული მატჩი იყოს, მატეო ლაოსი ლა ლიგაში, ამ სეზონში, საშუალოდ 5.73 ყვითელს იღებს. ზოგადად, 202 ლა ლიგურ მატჩში 992 ყვითელი აქვს ამოღებული, რაც საშუალოდ 4.91-ია.
აი ჯარიმებს რაც შეეხება, გამოცდილი არბიტრი საშუალოდ 27.20-ჯერ აჩერებს თამაშს წესების დარღვევის გამო.
მითუმეტეს, მალიორკაც და ლეგანესიც შედარებით უხეში გუნდები არიან, ხშირად ჯარიმდებიან ესპანეთის ჩემპიონატში.
ვაღიარებთ, ძნელი გამოსაცნობია, ძნელი ასარჩევია, მაგრამ მაინც:
მალიორკა - ლეგანესი
ჯარიმების რაოდენობა 27.5 - მეტი (1.50)
შემდეგი პოზიცია ავსტრიის მეორე ლიგიდან გვაქვს, სადაც კაპფენბერგი ჰორნს მიიღებს სახლში. ორივე მეტისტია, ორივე გავარდნის კანდიდატია და სავარაუდოდ ორივე შეუტევს. ამიტომ 2.5 გოლზე მეტს ვფიქრობთ.
ორივე კლუბს 22-22 შეხვედრა აქვს ჩატარებული ავსტრიის მეორე ლიგაში.
უკანასკნელ 10 ურთეირთშეხვედრაში 34 გოლი გავიდა, საშუალოდ 3,4 გამოდის.
კაპფენბერგის ბურთების შეფარდება - 27:47, საშუალოდ - 3.4 გოლი მატჩში
ჰორნის - 43:46, საშუალოდ - 4 გოლი მატჩში
კაპფენბერგის მეტი/ნაკლები - 14/8
ჰორნის - 16/6
კაპფენბერგი - ჰორნი
გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.47)
უკანასკნელი პოზიცია უკრაინის ჩემპიონატიდან გვაქვს. მარიუპოლი-ლვოვი. ამ მატჩში ბარათებს ვფიქრობთ.
ურთიერშხევედრებში ბარათების სტატისტიკა:
#1 თამაში - 6 ყვითელი, 2 წითელი
#2 თამაში - 7 ყვითელი
#3 თამაში - 8 ყვითელი
#4 თამაში - 6 ყვითელი
#5 თამაში - 7 ყვითელი
#6 თამაში - 6 ყვითელი
მარიოპული - ლვოვი
ბარათების რაოდენობა 5.5 - მეტი (1.60)
დღეისთვის სულ ეს არის, იმედია გამწვანდება!
გისურვებთ წარმატებებს!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ