სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

4.49 კოეფიციენტი ორშაბათის მატჩებზე

4.49 კოეფიციენტი ორშაბათის მატჩებზე

კვირის პირველი დღიდან ტრადიციულად დაგიბრუნდით და შემოგთავაზებთ პოზიციებს, რომლებისაც გვჯერა.

 

პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.

 

ტოტენჰემი-ევერტონია ინგლისში და გვჯერა, რომ აუტები წამოვა. პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა. ლივერპულელები თუ არა, ლონდონელები მაინც იბრძვიან ტოპ 4-ში მოხვედრაზე, 5-ში მაინც, რადგან სიტის ბედი ჯერ ბოლომდე არ ვიცით.

 

ბოდიშს გიხდით ამ სიტყვისთვის, მაგრამ შეიძლება მაგარი “სვარკა” თამაში გამოდგეს. ტოტენჰემში აღარაა პოჩეტინო, არც ევერტონია ლაღი, თუმცა ორივეს გატანაც შესაძლებელია თავისუფლად დაჯდეს. უბრალოდ ვერ ვენდობით გუნდებს, დღეს მსოფლიოში ჩვენთვის ამოუცნობი პერიოდია, რაც კორონამ გამოიწვია.

 

ყვითლებიც მოსალოდნელია, ჯარიმებიც, თუმცა მსაჯი არ გვიწყობს ხელს და ამიტომ აუტებს ვამჯობინებთ. 

 

ურთიერთშეხვედრებში აუტების სტატისტიკა:

 

#1 თამაში - 59 აუტი (ამ სეზონში)

#2 თამაში - 37 აუტი

#3 თამაში - 42 აუტი

#4 თამაში - 47 აუტი

#5 თამაში - 41 აუტი

#6 თამაში - 53 აუტი

 

ტოტენჰემი - ევერტონი 

 

აუტების რაოდენობა 40.5 - მეტი (1.65)


 

ესპანეთის ლა ლიგაში სევილია-ეიბარია. სევილიელები ლიგისთვის იბრძვიან, ეიბარი კი უმაღლესში დასარჩენად. ამიტომ ბარათებს ვფიქრობთ.

 

მსაჯი ვინ არის? მატეო ლაოსი სტუდიაში!!!

 

ბოლო 5 ურთიერთშეხვედრაში 24 ყვითელი ამოვიდა, რაც საშუალოდ 4.8 გახლავთ, მაგრამ დღეს საინტერესო და დაძაბული მატჩი იქნება და გვგონია რომ ლაოსი ამოიღებს და ამოიღებს ბარათებს.

 

ამას წინად, ლაოსის მატჩში ბარათებს ჯარიმები ვამჯობინეთ და ძალიან ვინანეთ…

 

სევილია - ეიბარი

 

ბარათების რაოდენობა 5.5 - მეტი (1.70)


 

ბოლო, მესამე პოზიცია ლა ლიგა 2-დან გვაქვს, სარაგოსა-რაიო ვალეკანოდან და აქაც ბარათებს ვფიქრობთ.

 

სარაგოსა მესამე ადგილზეა, რაც არ ნიშნავს გარანტირებულად ლა ლიგაში აღზევებას. მოგების შემთხვევაში ირუეტას ყოფილი გუნდი მეორე ადგილზე გადაინაცვლებს და აუცილებლად შეუტევს. 

 

რაიო 50 ქულით მეათე ადგილზეა, თუმცა ექვსეულში მოხვედრის შანსი ჯერ კვლავ აქვთ და რაც არ უნდა განწირული იყოს გუნდი, დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელები მაინც ფიქრობენ და ოცნებობენ ტოპ ექვსში მოხვედრაზე.

 

სარაგოსა - რაიო ვალეკანო

 

ბარათების რაოდენობა 5.5 - მეტი (1.70)


 

იმედი გვაქვს, რომ ორშაბათიდან მოგებით დავიწყებთ. გვითხარი შენი აზრი!

 

გისურვებთ წარმატებებს! 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ