ერთერთ კაზინოს უმდიდრეს მფლობელს, იორგენ ფენექს გამომძიებელ ჟურნალისტის მკვლელობაში თანამონაწილეობას აბრალებენ.
მოკლული ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიზიას შვილი ამბობს, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კაზინოს მფლობელი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
ჯერ-ჯერობით იორგენ ფენექი სასამართლოში ხელმეორად არ დაუბარებიათ.
რა მოხდა
2017 წელს, გამომძიებელი ჟურნალისტი საკუთარ მანქანაში ბომბით ააფეთქეს. კარუანა გალიზია უმაღლესი დონის კორუფციულ სქემას იძიებდა, რომელშიც მალტის პოლიტიკოსებიც იყვნენ გარეულები. მკვლელობამ მთელი მსოფლიოს ახალი ამბები მოიცვა.
იორგენ ფენექი (მარცხნივ) ადვოკატთან ერთად
ფენექი Tumas Gaming-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც მალტაში უდიდესი მიწის (Land) კაზინოს ოპერატორია.
იორგენი 2019 წლის ნოემბერში დააკავეს, როდესაც ქვეყნის დატოვებას იახტით ცდილობდა.
იორგენ ფენექს მკვლელობის სქემის შემმუშავებელს უწოდებენ. ჭორის დონეზე ხალხში გავარდნილია აზრი, რომ ფენექმა დაიქირავა შუამავალი, რომელმაც მოძებნა ადამიანი, ვინც დაამონტაჟა ბომბი მანქანაში.
თუმცა კაზინოს მფლობელი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და სხვების ხელი ურევია ამ საქმეში. იორგენმა თითიც გაიშვირა მთავრობისკენ და თქვა, რომ ჟურნალისტი პოლიტიკაში კორუფციას იძიებდა და პოლიციამ დამნაშავე სწორედ მანდ უნდა ეძებოს, რომლებსაც მაფიოზური კლანი აქვთ და აზარტულ თამაშებთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ საქმეს.
გასული წლის ნოემბერშივე ფენექმა ბოდიში მოიხადა, რაც მთავრობამ არ მიიღო.
მაგრამ, ამ კვირაში, მალტის ნაციონალური პარტიის ლიდერმა, მარკ ენტონი სამუტმა თქვა, რომ იორგენის “ბოდიში” ახლიდან უნდა განიხილონ, რათა ხელი შეეწყოს საქმის გამოძიებას და გამოააშკარას ის ხალხი, რომლებსაც მთავრობაში მაფიოზური კლანი აქვთ ჩამოყალიბებული.
სამუტი “Lovin’ Malta-სთან საუბრისას:
“თუ ჩვენ ერთ პაიკს დავიჭერთ, დამნაშავე დაგვეხმარება დაფნე კარუანა გალიზიას მკვლელობის გამოძიებაში”
გალიზიას შვილი, მეთიუ ფეისბუქზე წერს:
“არავინ უნდა საუბრობდეს პატიებაზე, როდესაც მალტაში ბრალის აღიარების სანაცვლოდ გარიგება ხდება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ცივსისხლიან მკვლელზე, იორგენ ფენექზე ვლაპარაკობთ.
ჩვენი მიზანი არ არის ვიღაც პოლიტიკოსების ციხეში გამოკეტვა. ჩვენი მიზანი - სამართლიანობაა. მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსი უნდა წაყვეს ციხეში დამნაშავეებს, მაგრამ როდესაც დააკავებენ მათ, ეს იქნება სამართლიანობის გვერდითი ეფექტი და არა დასასრული".
მთავრობის ვარდნა
ამ ამბავმა მალტის პრემიერ მინისტრი, ჯოსეფ მუსკატი თანამდებობიდან გადააყენა. პრემიერს თან მიჰყვა მრჩეველი კიტ შემბრი, ტურიზმის მინისტრი კონრად მიზი და ეკონომიკის მინისტრი კრის კარდონა.
ჟურნალისტი, კარუანა გალიზია მკვლელობამდე მიზის და შემბრის ბიზნეს საქმეს იძიებდა. მინისტრებს დუბაის ერთერთ კომპანიასთან 2 მილიონ დოლარიანი შეთანხმება ჰქონდათ, რომელსაც სწორედ იორგენ ფენექი აკონტროლებდა.
ასევე, 2013 წელს, ფენექმა 500 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი მოიპოვა სტრატეგიულ ადგილზე ბიზნესისთვის, რაც მინისტრი მიზის იდეა იყო და მანვე შეუწყო ხელი იორგენს საქმის დასაწყებად.
სასამართლოს მტკიცებულებებში, ფენექმა მისცა ჩვენება, რომ მრჩეველი შემბრი არაფერ შუაშია ჟურნალისტის მკვლელობასთან და ის ხელს ადებს ეკონომიკის მინისტრს, კარდონას.
დაველოდოთ მოვლენებს.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ