სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

სლოტ აპარატის მექანიკოსი, რომელმაც საკუთარი კაზინო გაძარცვა

სლოტ აპარატის მექანიკოსი, რომელმაც საკუთარი კაზინო გაძარცვა

რონ ჰარისი იყო კომპიუტერული ტექნიკოსი, რომელსაც მთელი ნევადას შტატის სლოტის აპარატები ებარა. ჰარისის პირდაპირი მოვალეობა იყო, შეემოწმებინა ყველა სლოტის გამართულობა და დაეტესტა ჩიპები, დაეცვა პროგრამა შულერებისგან. 

 

 

 

რონს კაზინოში ყველაფერზე ჰქონდა წვდომა, ნებისმიერ ინფორმაციაზე. ასევე, ზურგს უმაგრებდა უდიდესი გამოცდილება და ცოდნა. ალბათ, არაა გასაკვირი, რომ სლოტის აპარატების გატეხვა და დიდი ფულის შოვნა გადაწყვიტა. 

 

რონ ჰარისმა გამოიყენა ყველა შესაძლებლობა, შექმნა და განავითარა პროგრამა, რისი მეშვეობითაც ითვლიდა “შემთხვევითი ციფრის გენერატორს” (RNG). მან წინასწარ იცოდა თუ როდის და რა სიმბოლო ამოვიდოდა კონკრეტულ სლოტზე. 

 

სლოტების მექანიკოსი თვითონ არ დადიოდა კაზინოებში ფულის მოსაგებად. მის მეგობარს, რიდ მაკნილს ევალებოდა სლოტების თამაში და ათასობით დოლარის გამოტანა.

 

ბრწყინვალე დუეტმა, მოტყუებით, საკმაოდ დიდი თანხის შოვნა შეძლეს 90-იანების დასაწყისში, თუმცა ერთ დღესაც, რონ ჰარისი დაიჭირეს და 7 წელი მიუსაჯეს. მექანიკოსმა მხოლოდ 2 წელი მოიხადა და გაათავისუფლეს.

 

მათზე დოკუმენტური ფილმია გადაღებული, რომელიც ცნობილ შოუში “Breaking Vegas”-ში მოხვდა. ასევე, ეპიზოდები გადის Discovery-ზე, History Channel-სა და Biography Channel-ზე. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ