ონლაინ კაზინოებში უამრავი პროვაიდერი და სლოტია. რა თქმა უნდა, ყველა მოთამაშეს ჩვენ-ჩვენი ფავორიტი თამაშები გვაქვს, მაგრამ არის მომენტი, როდესაც გვიჩნდება ახლის გამოცდის სურვილი.
სხვა თამაშის დატესტვა ნორმალურია, ერთერთი სტრატეგიაა, მითუმეტეს ახალი დამატებული სლოტების თამაში, რადგან არსებობს მითი, რომელიც გვეუბნება, რომ ახალ თამაშებს უფრო მეტი გაცემა აქვთ. მაგრამ ეს მხოლოდ მითია, თუმცა მოთამაშეები ძალიან ცრუმორწმუნე ხალხი ვართ და ხშირად ვიჯერებთ მსგავს რაღაცეებს.
დღეს კი აუცილებლად უნდა გითხრათ ის საზიზღარი 4 სლოტი, რომელიც არასდროს უნდა ჩართოთ.
#1. Energoonz - Play’N Go
ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს თავმოყვარე სლოტი - დაბალი გაცემა, არაფრისმომცემი ბონუსი, არცთუისე მომხიბვლელი დიზაინი და რა თქმა უნდა, დიდი მადა...
დარწმუნებულები ვართ, თამაშის შემქმნელი ღამღამობით ბალიშში თავჩარგული ქვითინებს და ნანობს საკუთარ საქციელს, მაგრამ რას ვიზამთ - ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია რომ არასოდეს მივეკაროთ ამ სლოტს.
#2. The Heat - Igrosoft
იგროსოფტი ის პროვაიდერია, რომელმაც სათამაშო კულტურა და ისტორია შექმნა, თუმცა როგორც ჩანს კომპანიაში მთელი არსებით წინააღმდეგები არიან რომ რამენაირად განვითარდნენ.
იმისდა მიუხედავად რომ ეს სლოტი წელს გამოჩნდა, პროვაიდერის სრული კრახია ყველა ასპექტში - დიზაინი, საუნდები, თამაშის ლოგიკა და მოძველებული და ვითომ განახლებული ბონუს თამაში. უარი ვუთხრათ წინსვლას! - აი ეს უნდა იყოს ამ თამაშის და იგროსოფტის დევიზი.
#3. Zoom - Thunderkick
სლოტი, რომელიც გვაძლევს დიდ იმედებს და საერთო ჯამში არაფერს. როდესაც თამაშის ინფოს ეცნობი, ძალიან მიმზიდველად გამოიყურება გიგანტური ზომის სიმბოლოები და შეიძლება ჩათვალო რომ ეს ისაა, რასაც ამდენი ხანი ეძებდი, მაგრამ გახსოვდეს - ზომას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი ყოველთვის ისაა, რამდენად კარგად შეუძლია მოცემა!
Zoom-ს კი ფაქტია არ შეუძლია. თუ ჩვენი არ გჯერათ, აიღეთ ის თანხა რომელიც არაფერში გჭირდებათ და თავად სცადეთ მისი მოთვინიერება.
#4. Lost Vegas - Microgaming
ეს სლოტი მხოლოდ მაშინ შეგიძლია ითამაშო, როდესაც ზომბებზე ფილმები გამოგელევა და მოსიარულე მკვდრებზე თვალის შევლების დაუოკებელი სურვილი შეგიპყრობს, მაგრამ გაითვალიწინე - ნუ გექნება თუნდაც მცირედი მოგების იმედი.
ორნაირი ინტერფეისი და ორნაირი ბონუსი შეიძლება საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდეს, მაგრამ თამაშში მონაწილე ზომბები, მარტო ტვინს კი არა, ფულსაც ძალიან დიდი სიამოვნებით ჭამენ. ამ სლოტს რომ დაინახავთ უბრალოდ თვალი მოარიდეთ და არაფრის დიდებით არ ჩართოთ!
საბოლოოდ
არასდროს, არასდროს, არასდროს ითამაშოთ ეს სლოტები. თუ ვინმეს რამე მოგიგიათ ამ თამაშებში გთხოვთ, რომ გვანახოთ.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ