სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

პოლიტიკოსმა Twitch-ზე გასტრიმა და რეკორდულ ნახვებზე ავიდა

პოლიტიკოსმა Twitch-ზე გასტრიმა და რეკორდულ ნახვებზე ავიდა

გუშინ ღამე ამერიკის დემოკრატიული პარტიის წევრმა, ალექსანდრია ოკასიო-კორტეზმა Twitch-ზე პოპულარული თამაში Among Us გასტრიმა და ლაივში 439,000 მაყურებელი დააფიქსირა, რაც Twitch-ის ისტორიაში მეექვსე საუკეთესო შედეგია.

 

ალექსანდრია ოკასიო-კორტეზი, რომლის პოლიტიკური უბნები ბრონქსი, ქუინსი, რიკერს აილენდი და ნიუ იორკ სიტია, ჯერ მხოლოდ 31 წლისაა და წინ დიდი მომავალი აქვს.

 

ახალგაზრდა პოლიტიკოსი ამომრჩეველთან ძირითადად სოციალური მედიის საშუალებით ურთიერთობს და ცდილობს, რომ მომავალი თაობა აქტიურად ჩართოს არჩევნებში.

 

ალექსანდრიამ თამაშში ჩაითრია დემოკრატიული პარტიის კიდევ ერთი წევრი, ილჰან ომარი, რომელიც მინესოტაში საქმიანობს. 

 

ალექსანდრია ოკასიო-კორტეზი (AOC) და ილჰან ომარი თამაშის დროს

 

თამაშის დროს პოლიტიკოსები გულწრფელად იქცეოდნენ და ნამდვილი სტრიმერების ენაზე საუბრობდნენ, იყენებნენ ჟარგონებს, უბრალოდ ერთობოდნენ.

 

სტრიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ოკასიო-კორტეზმა ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და დააფიქსირონ საკუთარი ხმა.

 

ისე საინტერესოა ჩვენს სტრიმებზე რომელი პოლიტიკოსი გაბედავს მოსვლას წინასაარჩევნოდ.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ