გუშინ ლოგიკური ბილეთი გვქონდა, მაგრამ ლოგიკა რომ ყოველდღე იგებდეს აქამდე ყველა მილიონერები ვიქნებოდით. არც უეჭველი კუში არსებობს.
დღესაც შევეცდებით, რა თქმა უნდა, თამაშების გამოცნობას.
დავიწყოთ ბაიერნი-ატლეტიკოთი. გუშინ კი ვნახეთ, რაც ითამაშა წინა სეზონის ფინალისტმა მანჩესტერმა. ასეთი სუსტი იუნაიტედი თუ ჩაგრავს პარიზულ გუნდს, მაშინ დროა უკვე, მბაპემ და ნეიმარმა სხვა გუნდები მოძებნონ კარიერის გასაგრძელებლად.
აი, მეორე ფინალისტი და მოქმედი ჩემპიონი ბაიერნი მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლებს ალიანს არენაზე და წესით უნდა მოუგოს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება. მიუნხენურ გრანდს გნაბრი და სანე ვერ დაეხმარებიან, საეჭვოა კიმიხის თამაშიც.
პირველი ტურია და მძიმე შეხვედრას ველოდებით. თუმცა რეალურად ამ ორ გუნდს კონკურენტი არ ჰყავთ ჯგუფში. სავარაუდოდ, ვერც ლოკომოტივი და ვერც ზალცბურგი წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ვარაუდებზე ვერ დადგებიან ვერ მადრიდელები და ვერც მიუნხენელები. აუცილებლად ბრძოლა იქნება და ბარათებს ვფიქრობთ.
მსაჯი ინგლისელი მაიკლ ოლივერია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე რა ემართება ხოლმე კაცმა არ იცის. მართალია ინგლისშიც საკმაოდ ბევრ ბარათს იღებს, მაგრამ ლიგაზე საერთოდ ეკეტება ხოლმე. ოლივერი ლიგის მატჩებში საშუალოდ 4.80 ბარათს იღებს.
ხანდახან გვგონია, ახალგაზრდა ოლივერი იმიტომ ექცევა ფეხბურთელებს მკაცრად, რომ კომპლექსებს ებრძვის და ეგოს იკმაყოფილებს. ეს ხუმრობით.
ბაიერნი - ატლეტიკო
ბარათების რაოდენობა 3.5 - მეტი (1.50)
აიაქსი ლივერპულს უმასპინძლებს. 2.5-ზე მეტ გოლს დაბალი კოეფიციენტი აქვს და 3.5 გოლზე მეტს ვერ ვრისკავთ. ამიტომ, ჩვენი აზრით, უკეთესი გამოსავალი კარში დარტყმებია.
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ორივე გუნდი შეტევაზეა ორიენტირებული და ბევრი ახსნაც არ სჭირდება. ლივერპულს შეტევაში არავინ არ აკლია. ტრიო მოედანზე იქნება. თავის მხრივ, არც აიაქსი შეუშინდება მოწინააღმდეგეს, მითუმეტეს ამსტერდამში.
აიაქსი - ლივერპული
კარში დარტყმების რაოდენობა 8.5 - მეტი (1.45)
მანჩესტერ სიტი-პორტოს წყვილში კი მეტ გოლს ვფიქრობთ. სიტი პირველივე წუთებიდანვე შეუტევს, დაიჭერს ბურთს და შეეცდება მატჩის დებიუტშივე გოლის გატანას.
პორტო კი კონტრშეტევებზე ითამაშებს და ყველამ კარგად ვიცით, რომ მანჩესტერ სიტის კარში გოლის გატანა წელს არც თუ ისე ძნელია.
მაგრამ ორივეს გატანას, მაინც მეტი გოლი გვირჩევნია.
მანჩესტერ სიტი - პორტო
გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.40)
ბოლო პოზიცია ოლიმპიაკოსი-მარსელიდან გვაქვს, სადაც ბარათებს ვფიქრობთ. C ჯგუფში სავარაუდოდ ბოლო ტურში გადაწყდება თუ რომელი ორი გუნდი გავა ფლეიოფში.
ნუ, სიტი ფავორიტია, მაგრამ პორტო, ოლიმპიაკოსი და მარსელი აუცილებლად იბრძოლებენ მერვედფინალის საგზურისთვის. ამიტომაც დრეს ძალიან დაძაბული შეხვედრა იქნება საბერძნეთში.
მსაჯი დანიელე ორსატოა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მატჩებში საშუალოდ 4.26 ბარათს იღებს. თუმცა მაინც გასარისკია 5 ყვითელი.
ოლიმპიაკოსი - მარსელი
ბარათების რაოდენობა 4.5 - მეტი (1.65)
იმედია გამწვანდება ჩვენი პროგნოზი, ყველას გისურვებთ წარმატებებს!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ