სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელი ნაკრებიდან მწვრთნელზე გაზების მიშვების გამო დაითხოვეს

სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელი ნაკრებიდან მწვრთნელზე გაზების მიშვების გამო დაითხოვეს

ძველი ამბავია თუმცა ძალიან სახალისო, რომელიც ზუსტად 4 წლის წინ, 22 ოქტომბერს მოხდა და ულაპარკოდ ერთერთი ყველაზე უცნაურია.

 

2016 წელს, ბორნმუთის ყოფილმა თავდამსხმელმა, ტოკელო რანტიმ სანაკრებო შეკრების დროს საოცარი რამ ჩაიდინა.

 

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ვარჯიშის დროს რანტიმ მწვრთნელთან, ეფრაიმ მაშაბასთან მიირბინა, შარვალი მის ცხვირწინ ჩაიხადა და გაზები დამიზნულად მიუშვა. დიახ, ის ქნა ზუსტად, რაც გაიფიქრეთ.

 

არ ვიცით თუ რატომ აქვს ტოკელოს ასეთი იუმორი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მაინცდამაინც დიდად არ ჰქონიათ ხუმრობა გახსნილი ფეხბურთელსა და მწვრთნელს, რადგან ბორნმუთის ყოფილი თავდამსხმელი ნაკრებიდან დაითხოვეს.

 

cc: მარიო ბალოტელი

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ