არსებობს ისეთი ადამიანი რომელსაც ჯერ მეხი დაეცა და შემდეგ ჯეკპოტი? კი, არსებობს და მას პიტერ მაკარტი ქვია. ამ მასშტაბის გამართლება სამყაროში თითქმის არ არსებობს - პიტერის შანსები, კოეფიციენტებში რომ გადმოვიტანოთ 1:26 ტრილიონთანაა.
ის 14 წლის იყო, როდესაც ნავში მჯდომს მეხი დაეცა. "ჩვეულებრივი, მოღრუბლული, არაფრით გამორჩეული ამინდი იყო" იხსენებს პიტერი. ბავშვი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. წლების შემდეგ, 2015 წელს კი თავის თანამშრომელთან ერთად მან 1 000 000 დოლარიანი ჯეკპოტი მოიგო.
უფრო ნათლად რომ აღიქვათ რამდენად იღბლიანი ადამიანია პიტერ მაკარტი, გაეცანით ქვემოთ მოყვანილ ცხრილს და ნახეთ, რა შანსები აქვს თითოეულ ადამიანს კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით:
და ეს ყველაფერი არაა, ბონუსად გეტყვით რომ პიტერის ქალიშვილს, რომელიც კანადაში ექსკურსიამძღოლად მუშაობს, ერთ-ერთი ლაშქრობისას მეხი დაეცა და გადარჩა. სამწუხაროდ არ ვიცით თამაშობს თუ არა ეს გოგონა, მაგრამ მიგვაჩნია რომ აუცილებლად უნდა სცადოს
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ